ხუთშაბათი, 19.09.2019, 07:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » ხონის ამომრჩევლ ქალთა კლუბზე სამოქმედო პლატფორმას ეცნობიან
21:25
ხონის ამომრჩევლ ქალთა კლუბზე სამოქმედო პლატფორმას ეცნობიან

სულ ცოტა ხნის წინ ფონდი „სოხუმის"ამომრჩეველ ქალთა ლიგამ სამოქმედო პლატფორმა შეიმუშავა,  რომლის ძირითადი ამოცანაა დასავლეთ საქართველოს ქალთა ლიგის გავლენის ზრდის უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოება. დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ გადაწყვეტაზე ზეგავლენა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა ელექტორატის სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებაზე ზეგავლენა.

აღნიშნული პლატფორმის გაცნობამ ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებში განსკუთრებული გააქტიურება გამოიწვია. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი დაეხმარება მათ უფრო ეფექტურად იმუშაონ და სწორი სტრატეგია შეიმუშაონ დასახული მიზნის მისაღწევად.

- რაც უფრო ახლოს ვიქნებით ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება მათთან, მით უფრო ადვილად შევძლებთ საკუთარი პრობლემების წრმოჩენასა და გადაჭრას - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა ერთიანი მოსაზრება.

კლუბის წევრები ასეთივე ერთსულოვნებით შეუდგნენ იმ პრობლემის განხილვას, რომელიც მათ ადვოკატირების ჯგუფმა წარუდგინა: „დევნილი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არაა დარეგისტრირებული, შეუმცირდეს წყლის ტარიფი, რომლის ღირებულებაც თვეში სულზე 1 ლარია".  

კლუბის წევრებმა დაადასტურეს, რომ პრობლემა აქტუალურია და მისი დადებითად გადაჭრა მნიშვნელოვნად დაეხმარება დევნილი ოჯახების ბიუჯეტს. საკითხი დამუშავების შემდეგ ქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაეგზავნება.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან  თანამშრომლობით მათ მიერ დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 685 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0