კვირა, 24.11.2024, 01:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კამპანიები
      
ფონდმა „სოხუმმა" დაასრულა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ნაციონალური კამპანია, რომელმაც თითქმის მთელი  საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოში.

 შეგახსენებთ, რომ კამპანია მიდიოდა სლოგანით - „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას".

კამპანიის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური საზოგადოებრივი დისკუსიები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გარშემო, საინფორმაციო შეხვედრები, საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგები, აქციები, მედიაკომპონენტის აქტიური ჩართვა - სოციალური კლიპები, ვიდეო ფილმები, ტელე და რადიო გადაცემები.

პოზიციამ, რომ ძალადობა ბოროტებაა, მის წინააღმდეგ კეთილი ნების ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს, საზოგადოების დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ გაამთლიანა.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1145 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2010

ფონდი „სოხუმის"ლიდერ-გოგონათა სკოლის მოსწავლემ - მარი კვანჭიანმა(სენაკი), მის მიერ მომზადებული მინი- სპექტაკლი „კენჭები"  ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში წარმოადგინა. ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. წარმოდგენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზეა, მან განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მაყურებლებში.

 სპექტაკლის დასასრულს წამყვანებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ წარმოდგენა ტარდება ძალადობის წინააღმდეგ მიმართული  16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიებით ისინი პროტესტს უცხადებენ კონფლიქტებს,ომებს, რადგან კონფლიქტი ყველაზე დიდი ძალადობაა ადამიანებზე.

  

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1269 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010

ფონდი „სოხუმის" 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოირჩევა ტელე-მედიაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის, სოციალური რეკლამების ინტენსიურობით.

 

25 ნოემბერს- „რიონის" პირდაპირ ეთერში გავიდა სატელევიზიო „თოქ-შოუ".

10 დეკემბერს, როგორც კამპანიის ბოლო აკორდი, ასევე იგეგმება ტელედისკუსია.

25 ნოემბრის აქციების შესახებ სიუჟეტები გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რეგიონალური ტელეკომპანიების- „რიონის", „მეგა TV"-ს, ფოთის „ფაზისის" ეთერში.

27 ნოემბერი - ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის შესახებ გაკეთებული ფილმი „რიონის" ეთერით.

28 ნოემბერი - ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" „რიონის" ეთერით.

5 დეკემბერი -ფილმი  „ფორუმ- თეატრი" ფოთის "ფაზისის" ეთერით.

 

მთელი კამპანიის განმავლობაში იტრიალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფონდის მიერ გადაღებული სოციალური სატელევიზიო რგოლი.

არაძალადობრივი ცნობიერების პროპაგანდის მიზნით სოციალური რეკლამები  მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს „რიონის", „მეგა TV"-ს ეთერში.

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1024 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

„16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. მასში უკვე ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი ორგანიზაცია. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მთავარი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას". რომელიც ყოველწლიურად სპეციფიკური თემებით აღინიშნება.

მიმდინარე წელს  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის 20 წლისთავია. კამპანიის საერთაშორისო თემაა „მილიტარიზმსა და ძალადობას შორის კავშირის განსაზღვრა."

ფონდი „სოხუმი"  ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს 16-დღიან კამპანიაში.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა  ღონისძიებები.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>>

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1227 | დაამატა: admin | თარიღი: 24.11.2010

« 1 2 3 4
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0