კვირა, 24.11.2024, 02:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კამპანიები

 

„16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, 

რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. 

კამპანიის მთავარი სლოგანია: „სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე"

ფონდი „სოხუმი" 16-დღიან კამპანიაში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ფონდი „სოხუმი" დასავლეთ საქართველოს მასშტაბით

სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებს.

Donwload>>>

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 24.11.2014

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბებიც შეუერთდნენ.

2 დეკემბერს, დღის 2 საათზე, ერთდროულად დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქსა (ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ფოთი, ხონი, ზუგდიდი) და ოთხ სოფელში (ბია, მენჯი, ექადია, კოკი) ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბები თემაზე 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

კლუბებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურმა წევრებმა, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  და ჟურნალისტებმა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბებზე გაიმართა დისკუსია ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა - გამკაცრდეს ზომები მოძალადის მიმართ და გაიხსნას თავშესაფრები მსხვერპლთათვის.

 

ინფორმაცია ჩატარებული კლუბების შესახებ იმავე დღეს დაიდო ამომრჩეველ ქალთა კლუბების Facebook-გვერდებზე.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 826 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2013

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) პედაგოგმა მაია ესართიამ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩაატარა. მასზე მიწვეული იყო ფონდი სოხუმის" წარმომადგენელი, რომელმაც მასპინძლებს ინფორმაცია მიაწოდა კამპანიის შესახებ და მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები, ბლოკნოტები და კალენდრები გადაცა.

არა ძალადობას” - ასეთი იყო გაკვეთილითემა.

მე-7, მე-8 და მე-10 კლასელებმა გააკეთეს სლაიდები და სტენდები სლოგანებით: „ძალადობა ბოროტებაა!", „არა ტრეფიკინგს!",დავიცვათ ქალები და ბავშვები!", მინდა გავერკვე ჩემს უფლებებში...

ღია გაკვეთილზე ხაზგასმით აღინიშნა,  რომ მოზარდის აღზრდაში დიდი როლი ეკისრება სკოლას. მოზარდებს უნდათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი უფლებებდა მოვალეობები.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2013

ფონდი „სოხუმის" ლიდერ  გოგონათა სკოლის წევრები აქტიურად აგრძელებენ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის ჩატარებას.

მათ წყალტუბოში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარიგეს  საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 758 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2013

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და გააცნეს ინფორმაცია 16–დღიანი კამპანიის   შესახებ.

კამპანიის დაწყების თაობაზე მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმაც.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013







ფონდი „სოხუმის" აქციები არავის უკვირს, რადგან 10 წელზე მეტია, სწორედ ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

ქუთაისი

2 საათზე ქალაქის მერიის გვერდით უკვე იდგნენ აქციის მონაწილენი - ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წევრები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები, სასკოლო ფორუმ–თეატრების მსახიობები, ჟურნალისტები...

სლოგანები ადრინდელზე მეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა:

„ბოლო თვეებში დასავლეთ საქართველოში ძალადობისგან 7 ქალი დაიღუპა!

გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

SOS - ძალადობა ჩვენს გვერდითაა!"

აქცია, ტრადიციულად, მდუმარედ მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში.

აქციის პარალელურად – რიგდებოდა საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები, ტელე და რადიოჟურნალისტები იწერდნენ ინტერვიუებს...


http://megatv.ge/portfolio/ბოლო-მოვუღოთ-ქალთა-მიმარ/


http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=2800


 

ხურჩა

ხურჩაში აქციაზე შეიკრიბა 40–მდე ადამიანი - ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები.

აფხაზეთთან ახლოს შეკრებილთათვის განსაკუთრებით აქტუალურია კამპანიის მთავარი სლოგანი: „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ"

აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს გაუგზავნეს სამშვიდობო გზავნილი.

 

ფოთი

ერთად - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ  აქციაზე ფოთში.  ფონდი „სოხუმის" აქტივისტებს შეუერთდნენ სამეგრელოს გენდერული ქსელის წარმომადგენლები, პედაგოგები და ჟურნალისტები.

აქციის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ინტერნეტ–ტელევიზიაში „თავისუფალი სიტყვა".


 http://tspress.ge/ka/site/articles/15059/


სენაკი

ხალხმრავალი აქცია გაიმართა სენაკში. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საკრებულო და გამგეობა, წითელი ჯვრის საზოგადოება, მედმუშაკები, დასუფთავების სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ქალაქისა და მენჯის სკოლების წარმომადგენლები.

აქციამ მთელი ქალაქის ყურადღება მიიპყრო მხარდამჭერთა სიმრავლითა და აქტუალური სლოგანებით.

 

წყალტუბო

ტრადიციულად, აქცია დაიწყო ქალაქის ცენტრალურ პარკში. შემდეგ კი აქციის მონაწილეები გადავიდნენ სპორტის სასახლეში, სადაც იმართებოდა ფლეშმობი.

ორივე ღონისძიების მონაწილეები გაერთიანდნენ - გამოცხადდა კამპანიის შესახებ, დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...

ფლეშმობის მონაწილეებმა თეთრი ბაფთებით განაგრძეს გამოსვლა.

ასე ერთიანად გამოხატეს მხარდაჭერა წყალტუბოში.

 

ხონი

აქ 40–მდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრალურ სკვერში - ახალგაზრდებს შორის იყვნენ გოგონებიც და ბიჭებიც.

სლოგანებმა და საინფორმაციო მასალებმა კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ქალაქის მოსახლეობას.

მონაწილეებმა აქციის შემდეგ შემოიარეს  მაღაზიები, ბანკები,  ბაზარი და გაავრცელეს ათობით საინფორმაციო ფურცელი. 




კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 867 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

დღეს 25 ნოემბერია - ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!

დღეს დაიწყო საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

 

პირველად ჩვენი კამპანიების 12–წლიან ისტორიაში პირველები ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთნენ - ცენტრალურ გზაზე ფოთში რამდენიმე დღით ადრე გაიკრა ლენტა წარწერით „ერთად – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!"

სენაკში ძლიერი ქარის გამო ორჯერ მოუწიათ ლენტის გაკვრა, ზუგდიდში კი სახანძრო ბრიგადის დახმარება დასჭირდათ.

 

ქუთაისში კამპანიის დაწყებამდე დაიდგა ბილბორდი მოწოდებით „ერთად – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!"

 

დღეიდან ლენტები იფრიალებს ხონის, წყალტუბოსა და ქუთაისის ცენტრალურ გზებზე...

 

ასე აქტიურად ჩაერთნენ ჩვენთან ერთად საკრებულოები, მერიები და გამგეობები!

ასე დაიწყო კამპანია! 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

« 1 2 3 4 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0