შეხვედრებს ექიმ-რეპროდუქტოლოგებთანსხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის დევნილი ქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე: ძუძუთი კვება და მელოგინე ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ; ფიბრომა; ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა.
რეპროდუქტოლოგებთან შეხვედრების აუცილებლობას ადასტურებს ისფაქტიც,რომ მორიგი კონსულტაციის შემდეგ, წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალბატონს მკერდის დროული გამოკვლევა ჩაუტარდა.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ცენტრებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე ექვსი შეხვედრა ჩატარდა.