„მოზარდი ძალადობრივ გარემოში - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება" - ამ თემის ირგვლივ გაიმართა საზოგადოებრივი დებატები სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, რომელსაც 39 ადამიანი ესწრებოდა.
პედაგოგებმა, იურისტებმა, ფსიქოლოგებმა, ექიმებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა აქტიურად გამოხატეს თავიანთი პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ისაუბრეს ოჯახის, სკოლის, საზოგადოების როლზე.
რა შეიძლება გახდეს მოზარდის ძალადობრივი ქცევის მიზეზი? - ექსპერტებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს რამდენად ცუდად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე ოჯახში არსებული ძალადობრივი გარემო.
დისკუსიისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ხშირად მშობლები გაუცნობიერებლად ხდებიან მოძალადეები. რაც მოზარდის ფსიქიკაზე ნეგატიურად ისახება.
მიზეზების ძიების შემდეგ მონაწილეებმა გამოსავლზეც იფიქრეს.
ისაუბრეს მშობლების პასუხისმგებლობაზე, სკოლისა და საზოგადოების მხარდაჭერაზე, თანადგომაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს ფსიქოლოგის ინსტიტუტს. შეეხნენ ეკლესიის როლს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |