რა სამუშაობები შეასრულა ადვოკატირების ჯგუფმა, რომელი პრობლემის
მოგვარება მოხერხდა - ამ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო მუშაობა ამომრჩეველ ქალთა კლუბმა
წყალტუბოში.
მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა
იმუშავეს იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება წარედგინოს სხვადასხვა პოლიტიკურ
პარტიებს.
გამოიკვეთა შემდეგი
საკითხები:
- უფასო მშობიარობა ყველა ქალისთვის
- დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა წლამდე, სამუშაოს შენარჩუნებით.
- დაბალპროცენტიანი კრედიტები მცირე ბიზნესის განვითარებისათვის.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)