ინფორმაციების გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით დაიწყო ფოთში
ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი. კლუბის წევრებმა ერთწლიან მუშაობას ნაყოფიერი და
საქმიანი უწოდეს.
შეხვედრას ფოთის აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტსმენები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი ფოთში - დარეჯან ცხვიტარია, ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური
წევრია. ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფონდ "სოხუმთან", მისი აქტიურობით არაერთი
ადგილობრივი პრობლემა დაისვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და გადაიჭრა კიდეც.
სპორტსმენები ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიან მუშაობას გაეცნენ. აღნიშნეს, რომ მიესალმებიან
ქალთა აქტიურობას როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში, მათ შორის სპორტის ყველა
სახეობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)