შეხვედრა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც 17 ქალბატონი დაესწრო.
კლუბის მოდერატორებმა ნათია კიკვაძემ და ეთერ დიასამიძემ ამომრჩეველ
ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობის ანალიზი გააკეთეს.
იმ დღეს დადებითად შეფასდა ადვოკატირების ჯგუფის მუშაობა, რომელმაც
წლის მანძილზე სამი ადგილობრივი პრობლემის გადაჭრა ბათუმსა და ქობულეთში (ლიფტის, თავმოხდილი
ჭების, ბაგა-ბაღში გათბობის)...
კლუბის წევრებმა ის პრობლემები დაასახელეს, რომელთა ადვოკატირებასაც
მომავალში გეგმავენ (გადათხრილი გზების, შუქნიშნების, სატრანსპორტო გადასახადისაგან
გათავისუფლდნენ მოსწავლეები და სტუდენტები...)
შეხვედრის მონაწილეები ადგილობრივი მედიის, 25-ე არხის ტელეჟურნალისტებმა
ჩაწერეს თემაზე: "პოლიტიკური დებატები მედიაში..."
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)