მთავარი »
2011 » ოქტომბერი » 11 » ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის
14:28 ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის |
|
თბილისში, საკონფერენციო დარბაზ "ჯაზუში" საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე „ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის". შეხვედრის ორგანიზატორმა - მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ქალბატონმა მარიამ ცაცანაშვილმა მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის თანახმად, ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი არჩევნებში დაბალია, მაღალმთიან რეგიონებში ის 5-10 პროცენტს არ აღემატება.
შეხვედრის მონაწილეები ქალთა პასიურობას საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან - ოჯახური მდგომარეობა, საარჩევნო უბნამდე გადაადგილების პრობლემა, სტერეოტიპი - რა უნდა ქალს არჩევნებზე და სხვა.
შეხვედრას სტუდენტები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ფონდი „სოხუმი", „უნივერსიტეტელი", ქალთა საინფორმაციო ცენტრი, „ბაზალეთი", „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ესწრებოდნენ.
მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი სამომავლოდაც აპირებს. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 986 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |