პარასკევი, 26.04.2024, 04:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კვლევები

15 მარტს ხობში ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის წევრებთან შედგა შეხვედრა "ფოკუს ჯგუფის” ფორმატით, რომელიც მონაწილეთა პოზიციებს განსაზღვრავდა ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება  საკანონმდებლო  ორგანოებში ქალთა  წარმომადგენლობის ზრდას, ბევრი მათგანისათვის (აქ შედის მამაკაცთა უმრავლესობა და ქალების ნაწილი) არ მიიჩნევს მიზანშეწონილად "მექანიკურ” ღონისძიებებს ქალთა მხარდაჭერისათვის. მათი პოზიციით, თუ ქალს გაჩნია ის თვისებები, რაც პოლიტიკაში წარმატებისთვის არის საჭირო - შეუზღუდავი დრო,   მაღალი პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა, მტკიცე და მებრძოლი ხასიათი, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს და არაფერში დასჭირდება "დროებითი ღონისძიებები”. ხოლო საკითხი, რომ აუცილებელია, ქალი წარმოდგენილი იყოს პოლიტიკაში და მას იქ საკუთარი ადგილი აქვს - ხობის საკრებულო, მათი აზრით, ამის დემონსტრირების საშუალებას იძლევა.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1078 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2010

ფონდი "სოხუმის” მიერ დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი შავგულიძესთან  საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა იმის თაობაზე, რა სიტუაციაა პარტიებში, საზოგადოებაში ქალის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით.

"მე შევსწრებივარ სიტუაციას პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები ეწერებიან მიღებაზე პარლამენტარებთან, რეკავენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ყველაზე მეტად ქალებთან რეკავენ. მათი იმედი უფრო აქვთ”...

"ადამიანის თვალს, ფსიქიკას ყველაზე უფრო ერთფეროვნება ღლის. ერთფეროვნება პოლიტიკაში გენდერული სურათის თვალსაზრისით ასევე მომაბეზრებელია...”

"ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში მამაკაცებზე ბევრად არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათ უნდა გააცნობიერონ ამის აუცილებლობა. აუცილებლობა იმისა რომ ეს ქვეყანას სჭირდება...” ქრისტიან დემოკრატები ამას საქმით ამტკიცებენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა ინგა გრიგოლიაა.
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1120 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2010

რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს, რა მდგომარეობაა პარტიებში   გენდერული თანასწორობის კუთხით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული პოლიტიკაში; რა მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად...

კვლევის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრობლემის  გარშემო წარმოებს,  გრძელდება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

9 მარტს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნატო ქათამაძესთან  "ჩაღრმავებული ინტერვიუ” შედგა.    

რესპონდენტი მიესალმება ქალთა  წარმომადგენლობის გაზრდას  პოლიტიკაში. მისი პოზიციით - "ქალები, როგორც კანდიდატები, იშვიათად ცრუობენ, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე, უფრო გულწრფელები არიან”. ..

"სამწუხაროდ, საზოგადოება ქალების მიმართ ყოველთვის უფრო კრიტიკულად არის განწყობილი”...

"მართალია, ხელოვნური ზომების მომხრე არა ვარ, მაგრამ გენდერული დისბალანსის შეცვლას  აუცილებლად მივიჩნევ. ამ საკითხში კი გამოსავალი სოციალური და კულთურული ურთიერთობების სფეროში ღრმა და მიზანმიმართული გენდერული განათლება მგონია” .

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1718 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2010

 

თებერვალს, ქ. ბათუმში, ფონდის მიერ გენდერული თანასწორობის პრობლემის კვლევის ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან  ჩაღრმავებული ინტერვიუ შედგა. ინტერვიუს მიზანი რესპონდენტის პოზიციის გარკვევა იყო  ქალთა პოლიტიკური აქტივობის საკითხთან დაკავშირებით.

დასმული თოთხმეტი შეკითხვა  ინტერვიუერის მოსაზრებებს აფიქსირებდა  საკითხებზე, რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ უჭერენ ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს  მხარს უფრო, ვიდრე ქალ კანდიდატს; არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული გენდერული თანასწორობით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; რა მექანიზმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად  და ა. შ.

რესპონდენტის აზრით, ქალთა წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენაა, რომლის ხელშეწყობა სხვადასხვა სტრუქტურათა თანამშრომლობით უნდა იქნეს მიღწეული.

ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის როლზე: "მათ თავისი რესურსებით სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტიებისათვის. მთავარია, სწორად ჩამოყალიბდეს და გაჟღერდეს პრობლემა”. 
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1322 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010

« 1 2 3
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0