კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა და შეფასება, 25 აპრილს დასრულდა. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი ჩაღრმავებული ინტერვიუ (თვითმმართველობის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან გენდერისა და განათლების საკითხებში), სამი ფოკუს ჯგუფი (სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ინტელიგენციასთან), გამოკითხულ იქნა 100 ქალბატონი (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, დევნილები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სოციალურად დაუცველი ქალბატონები).
გამოიკვეთა პრობლემები, გამოვლინდა წინადადებები და ინიციატივები. კვლევა მომავალი აქტიური მუშაობის დასაწყისია.
ახალი 2014 წელი ფონდი „სოხუმის"
ახალგაზრდულმა ქსელმა კრეატიული ინიციატივებით დაიწყო. დეკემბრის შემაჯამებელი დებატების
შემდეგ ახალგაზრდა ლიდერებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ონლაინ-გამოკითხვა „ჩემი სურვილი
2014 წელს". იდეა ითვალისწინებდა 13-30 წლის ახალგაზრდა ბენეფიციარების გამოკითხვას,
რაც დაეხმარებოდა ახალგაზრდულ ქსელს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვაში.
გამოკითხვა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს
5 ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფელ ხურჩაში.
დაფიქსირებულია 1718 ახალგაზრდის აზრი.
გამოკითხვის შედეგები
ქუთაისი - გამოკითხულია 470 რესპონდენტი. უმრავლესობას სურს
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. „ბევრი ფული" - ეს სურვილი პირველ ადგილს იკავებს,
შემდეგ მოდის - ჯანმრთელობა და განათლების მიღება საზღვარგარეთ.
წყალტუბო - 202 დევნილ
რესპონდენტთაგან უმეტესობას საკუთარი საცხოვრებელი ფართი უნდა. მეორე მნიშვნელოვანი
სურვილია - მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ბოლოს - რესტავრირებულ და გალამაზებულ
წყალტუბოში ცხოვრება.
ხონი - 200 რესპონდენტის ძირითადი სურვილებია: ჯანმრთელობა,
გამოცდების წარმატებით ჩაბარება, სამსახური.
სენაკელმა 315-მაახალგაზრდამ
ასეთი სურვილები დააფიქსირა: ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა (iphone,
ipad, notebook apple და ციფრული ფოტოაპარატები),
გამოცდების ჩაბარება და მშვიდობა.
ფოთელ
ახალგაზრდებს (გამოკითხულია 277 რესპონდენტი) სურთ მეტი
გასართობი ადგილი ქალაქში, სამუშაო ადგილები და ჯანმრთელობა.
ხურჩაში
(და ზუგდიდში) გამოკითხულთა(254 ახალგაზრდა)ერთსულოვანი პასუხი - „მშვიდობა, მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა", ძალიან
მნიშვნელოვანია მშვიდობის ფასის გასაცნობიერებლად. იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
არ არის პრიორიტეტული არც ძვირადღირებული ტექნიკა, არც გასართობი ადგილები, მათი სურვილია
ადამიანური უსაფრთხოება და მშვიდობიან გარემოში ცხოვრება.
აღნიშნული გამოკითხვის შედეგებისა
და ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ახალგაზრდული ქსელი არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს.
- სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით" წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის დაწყებას აფხაზურ მხარესთან, - აღინიშნა ზუგდიდში გამართულ ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე. ჯგუფი შედგებოდა ფსიქოლოგის, ექიმების, პედაგოგების, პროფესორების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ყველა სფეროში,ყველა მიმართულებით უნდა ჩაიდოს ქალთა აქტივობა, რადგან სამშვიდობო მოძრაობაში ქალთა ჩართულობა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
- მისასალმებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებლი ხდება აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის დაწყება, - აღნიშნეს კვლევის მონაწილეებმა წყალტუბოში, რომელიც აქტიური დევნილი ქალებისაგან შედგებოდა.
ჯგუფი ძირითად რვა შეკითხვის გარშემო იყო ფოკუსირებული. კვლევა მიზნად ისახავდა ქალთა ხედვის, კონკრეტული წინადადებების დაფიქსირებასსახელმწიფო სამშვიდობო სტრატეგიისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ. მათი პასუხებიდან აშკარად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, სამშვიდობო პროპაგანდის გაძლიერება, რათა საზოგადოებაში არ შესუსტდეს სამშვიდობო განწყობა.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
რვა შეკითხვის გარშემო მიმდინარეობდა თვისობრივი კვლევა სენაკის ქალთა მხარდაჭერისცენტრში, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს ხელისუფლების მიერ შექმნილ სტრატეგიას „ჩართულობა თანამშრომლობის გზით".
თუმცა, ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს ქალთა ხედვა. მათი აზრით კარგი იქნებოდა სამოქმედო გეგმაში ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის რესურსი ყველა სფეროში იქნეს გამოყენებული.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კვლევის ფარგლებშიკიდევ ერთი ფოკუს-ჯგუფი ბათუმში შეიკრიბა. მონაწილეები: მედიის, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, იგპ ქალები თავის პოზიციებს აფიქსირებდნენ იმაზე - რა რესურსები იქნა გამოყენებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რა შეიძლება დაედოს საფუძვლად თანამშრომლობის გაღრმავებას, მიაჩნიათ თუ არა, რომსახელმწიფო სტრატეგიით "ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება.
საერთო განწყობით, არსებობს კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ყველაზე უპერსპექტივო გზა - ომი. რაც შეეხება რესურსებს, გაჟღერდა , რომ ყველაზე ეფექტური რესურსი სწორი სახელმწიფო პოლიტიკაა, შემდეგ კი სახალხო დიპლომატიის მაქსიმალური გამოყენება.
ფოთი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცხრა ქალბატონი, რომელიც გაეცნო სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ „ჩართულობა თანამშრომლობის გზით". და ფასილიტატორი - ფოკუს-ჯგუფისათვის მომზადებული რვა შეკითხვით.
მართალია, ისინი არასოდეს ყოფილან ამგვარი სოციოლოგიური კვლევის მონაწილენი, მაგრამ თავიდანვე შეიგრძნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი და ამიტომაც იყვნენ განსაკუთრებით გულახდილები და აქტიურები.
ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მუშაკები, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, იურისტი - მრავალფეროვანი იყო შეკრებილ ქალთა საქმიანობის მიმართულება და ამან ხელი შეუწყო საკითხის განხილვას სხვადასხვა რაკურსით: ქალთა როლი კონფლიქტის მოგვარებაში, შერიგების რესურსები, თანამშრომლობის პრიორიტეტები, ქალთა საჭიროებები და სტრატეგიის განხორციელებაში მათი აქტიური ჩართვის სფეროები.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თვლიან, რომ მათი აზრის გათვალისწინება კიდევ უფრო რეალურს გახდის სტრატეგიას.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.