პარასკევი, 23.08.2019, 23:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ფოტოჟურნალისტ ვიქტორია ივლევას (რუსეთი) გამოფენა -ომის აპოთეოზი- ქუთაისში
01:38
ფოტოჟურნალისტ ვიქტორია ივლევას (რუსეთი) გამოფენა -ომის აპოთეოზი- ქუთაისში

5 ივლისს  დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში  ფოტოჟურნალისტ ვიქტორია ივლევას (რუსეთი) გამოფენის - ომის აპოთეოზი -  პრეზენტაცია შედგა.

პროექტი ხორციელდება ფონდი როზა ლუქსემბურგის ფინანსული მხარდაჭერით და ორგანიზება მოხდა 2 პარტნიორი ორგანიზაციის  კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდისოხუმი" (საქართველო) და რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირიდონის ქალების" (რუსეთი) მიერ.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ტაჯიკეთში, ავღანეთში, უგანდაში, ანგოლასა და რუანდაში გადაღებული  42 ფოტო.

 სპეციალურად პრეზენტაციისთვის მოსკოვიდან ჩამოვიდა, ავტორი ვიქტორია ივლევა.

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის  წევრები - ქალთა ეროვნული ფონდი „ტასოს" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერ-მედია-კავკასიის"  პრეზიდენტი გალინა პეტრიაშვილი, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკე, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს" თავმჯდომარე ნანული რამიშვილი, ფონდი "სოხუმის" თავმჯდომარე ალლა გამახარია, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

ფონდი „სოხუმის" შთაბეჭდილებათა წიგნში ვკითხულობთ:

-გამოფენაზე წარმოდგენილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ჰუმანიზმით გამსჭვალული შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებულად ამძაფრებს ომის საშინელებებს.

-ეს არის შემზარავი სიმართლე. ამ სურათებში ჩანს ბრალდებაც, თანაგრძნობაცა და პროტესტიც. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და უბედურება  მოაქვს ადამიანებისათვის.

-  მსგავსი რამ არსად  უნდა განმეორდეს! მადლობა ავტორს, მადლობა გამოფენის  ორგანიზატორებს! 

გამოფენა  9 ივლისამდე  გაგრძელდება.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1856 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/3

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0