მთავარი » 2012»აგვისტო»22 » „ძალა ერთობაშია“ - ბათუმის ქალთა კლუბის ახალბედა წევრი ამ სიტყვების სიმართლეში დარწმუნდა.
12:07
„ძალა ერთობაშია“ - ბათუმის ქალთა კლუბის ახალბედა წევრი ამ სიტყვების სიმართლეში დარწმუნდა.
რა თემები განიხილებოდა ამომრჩეველ ქალთა რეგიონალური კლუბების ბოლო შეკრებებზე;
რომელი საჭირბოროტო საკითხები მოიაზრება უფრო
პრიორიტეტულად კლუბების ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობაში და როგორ მიდის მუშაობა
მათ გადასაწყვეტად - ფონდის ჟურნალისტები მსმენელებს კლუბების სიახლეებს აცნობენ.
კლუბებში ოპერატიულად ხდება საარჩევნო კანონმდებლობაში
მომხდარი ცვლილებების გაცნობა, წევრების სამოქალაქო
და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციის
გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, რაც ასევე აისახა რადიოგადაცემაში. საინტერესოა
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ახალბედა წევრის აღიარება, რომ მისთვის ძვირფასია
არა მარტო ახალი უნარ-ჩვევების დაუფლება, არამედ არაფორმალური ურთიერთობებიც: „რაც
მთვარია, კლუბში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალა ერთობაშია. ამაში ადვოკატირების
ჯგუფის საქმიანობამ დამარწმუნა!"
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)