რვა ჯგუფური შეხვედრა სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში. 70-ზე მეტი მონაწილე.
ასაკი 28-დან 65 წლამდე - ასეთია აგვისტოს თვეში ჩატარებული ფსიქოლოგის
შეხვედრების სტატისტიკური მონაცემები.
როგორია ურთიერთობის ენა ადამიანებს შორის, ვინ როგორ ფლობს, ან იყენებს
კომუნიკაციის წესებს. როგორ მივაწოდოთ
ინფორმაცია მეორე მხარეს, რომ მან ყველაფერი სწორად გაიგოს. როგორ მოვისმინოთ,
როგორ გამოვხატოთ ემოცია, რა მნიშვნელობა აქვს არავერბალურ ჟესტებს ურთიერთობისას -
ამ თემის განხილვით იწყება ყველა შეხვედრა.
მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ისმენენ, რამდენად მნიშვნელოვანია
ეფექტური ურთიერთობის ასაგებად სწორი კომუნიკაცია.
მოსმენის შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამენ და საკუთარ მოსაზრებებს
აფიქსირებენ.
- ყველა ადამიანმა რომ კარგად იცოდეს კომუნიკაციის ენა, ნაკლები იქნებოდა კონფლიქტები, ნაკლები იქნებოდა ძალადობა. ბევრი რამ გავიგეთ ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი,
რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებთ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |