პარასკევი, 26.04.2024, 01:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აგვისტო » 17

 საინტერესოდ ჩაიარა გოგონებთან ჩატარებულმა საინფორმაციო შეხვედრებმა. განსაკუთრებულ ინტერესით განიხილეს კონფლიქტის თემა. ისინი თვლიან,რომ ნებისმიერი კონფლიქტის მართვა შეიძლება თუკი ორივე მხარეს აქვს  საჭირო გამოცდილება და ცოდნა. ახალგაზრდების აზრით, მსგავსი ვორკშოპები ყველა ქალაქში უნდა ჩატარდეს, რათა ახალგაზრდებმა სრულყოფილად შეძლონ კონფლიქტის ანალიზი და მოახერხონ გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან.

შეხვედრის მომდევნო ნაწილში საუბარი გაგრძელდა ტრეფიკინგის თემაზე. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. მოიყვანეს არაერთი ცოცხალი მაგალითი  

როგორ გახდნენ მათი ნაცნობები თუ ახლობლები ტრეფიკინგის მსხვერპლნი.  ახალგაზრდებმა მიიღეს კონსულტაციები ვის უნდა დაუკავშირდნენ ასეთ დროს, როგორ მოიპოვონ საჭირო ინფორმაციები...

 შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, კოკში, სენაკსა და ფოთში. მონაწილეებს შორის იყვნენ ზაფხულში, ნათესავებთან სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებიც. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვეს აღნიშნული შეხვედრების მიმართ და დაამატეს,რომ მიღებულ ინფორმაციებს საკუთარ ქალაქებშიც გაავრცელებენ. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 17.08.2012

- როგორი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, ვინ რა როლი ითამაშა კლუბზე წამოჭრილი აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად - ამ კითხვებზე პასუხით ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა კლუბის წევრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგნეს.

შეკრებილებმა მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მოახერხეს სწორად განესაზღვრათ რა სახის პრობლემების მოგვარება იქნებოდა ადგილობრივ დონეზე მოგვარებადი. რამაც შედეგზე დადებითი გავლენა იქონია.

მორიგი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ადვოკატირების ჯგუფის წევრები ასეთივე აქტიურობით შეეცდებიან ასეთი იქნება:  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის სტუდენტებისათვის დაწესდეს საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავთები.  

 პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 17.08.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0