ერთწლიანი მუშაობის შედეგების განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა
კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა ანალიზი გააკეთეს, რა სახის
სამუშაოები შესრულდა წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. ხაზგასმით ისაუბრეს, ამ
პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში შეკრებილებმა მორიგი აქტუალური პრობლემა
წამოსწიეს.
კერძოდ, მარკეტებში და სხვა სახის სასურსათო მაღაზიებში ხშირად
იყიდება ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის სამსახური,
რომელიც მონიტორინგის საშუალებით შეამოწმებს საკვები პროდუქტების ვარგისიანობას.
ამავე შეხვედრაზევე გადაწყდა, წერილი გაეგზავნოს შესაბამის სტრუქტურებს,
რათა აღნიშნულ პრობლემაზე დროულად იქონიონ რეაგირება. მომდევნო ეტაპზე ადვოკატირების
ჯგუფის წევრები ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)