არაერთი თვეა ფონდი „სოხუმი" ახორციელებს პროექტს „იგპ თემთა განვითარება" იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში სოციალური პრობლემების გამოვლენისა და გადაწყვეტისათვის შემდეგ ობიექტებში:
- სამტრედია, კოლექტიური ცენტრი „სამტრედია - 2002" - გაზიფიკაცია;
- ქუთაისი, კოლექტიური ცენტრი „ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი" - გაზიფიკაცია;
- ქუთაისი, კოლექტიური ცენტრი „სამხედრო ლიცეუმი" - გაზიფიკაცია - 23 ოჯახი - ეზოს რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა;
- ქობულეთი, ჩაქვი, კოლექტიური ცენტრი - ყოფილი სკოლის შენობა - გაზიფიკაცია;
- გორის რაიონი, სოფელი საქაშეთი - გაზიფიკაცია;
-გორის რაიონი, სოფელი ხიდისთავი, კოლექტიური ცენტრი - პროფტექსასწავლებელი - წყლით უზრუნველყოფა.
დღეისთვის ყველა ობიექტზე ჩატარებულია მაცხოვრებელთა და ადგილობრივ საკრებულოთა საერთო-საინფორმაციო შეკრებები, თემთა წევრების ხმის მიცემის გზით გამოვლენილია ძირითადი სოციალური პრობლემები; ყოველ კოლექტიურ ცენტრში არჩეულია კომიტეტები 7-9 კაცის შემადგენლობით, პრობლემებთან დაკავშირებული მინი-პროექტების შესამუშავებლად.
6 თემიდან - 4-ში ( გარდა საქაშეთისა და ხიდისთავისა) ჩატარებულია ტრენინგები მენეჯმენტისა და მინი-პროექტების საკითხებზე. შედგენილია შერჩეული პრობლემების შესაბამისი პროექტი, რომელშიც განსაზღვრულია შესრულების რიგი და ბიუჯეტი.
პროექტი ფინანსდება, გრანტის სახით, რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკის მიერ, საქართველოს თემთა განვითარების ცენტრის მეშვეობით.
ჩვენს მუშაობას, თემების ყველა წევრთან, ასევე, ადგილობრივ საკრებულოებთან - ქუთაისის მერიას, სამტრედიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებთან - მჭიდრო თანამშრომლობითა და სრული გაგებით ვახორციელებდით.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სამტრედიის მუნიციპალიტეტს, რომელმაც კოლექტიურ ცენტრ „სამტრედია - 2002"-ს თანხა გამოუყო 550 ლარის ოდენობით და დაეხმარა გენერალური პროექტისა და აქსონომეტრიული სქემის შედგენაში კოლექტიური ცენტრის გაზიფიკაციისათვის.
ამჟამად, ობიექტებზე შემსრულებელი ორგანიზაციის გამოსავლენად, ტენდერია გამოცხადებული. |