თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში " სამდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებები". ღონისძიება მიზნად ისახავდა იგპ-თა მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებას და ამ ინფორმაციის დევნილებისთვის მიწოდებას.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკავშირისმხარდაჭერით.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, საჯარო პრეზენტაციები, იგპ-თაწარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები მერი გელაშვილი, ლარისა შენგელია, აგრეთვე იმერეთის რეგიონის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენლები.
ამავე დღეს ჩატარდა ცენტრალური ქსელური შეხვედრა ევროკომისიის, SIDA-ს, DRC -ის მიერ პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დევნილებს სამეგრელოდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, თბილისიდან საშუალება მიეცათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხურჩა, ) ფსიქოლოგის შეხვედრებზე, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად მონაწილეობა მიიღო 58-მა სხვადასხვა ასაკის ქალმა.
- მთვრალ მეუღლეს არ უნდა შეეპასუხოთ, არ ეჩხუბოთ, არ ღირს მასთან კამათის დაწყება, დილით, სიფხიზლეში შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე ესაუბროთ.
- ეცადე, მის წინაშე ემოციების მოთოკვას. რაც დაგეხმარებათ ურთიერთობის მოწესრიგებაში,გაუგებრობის თავიდან აცილებაში. ამით თქვენ დაეხმარებით მას და საკუთარ თავსაც. სიმთვრალეში ადამიანი იმას ამბობს, რასაც სიფხიზლეში ფიქრობს. ქალებს მეტი ყურადღება და სწორი დასკვნების გამოტანა მოეთხოვებათ.
ასეთი რჩევები მიიღეს ფსიქოლოგისგან ქალებმა, რომლებიც ოჯახში მეუღლის სიმთვრალესთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყვებოდნენ.
6-8 მაისს, შევედეთისქალთა ორგანიზაციამ Kvinna till Kvinna მოაწყო კონფერენცია თემაზე
”ცვლილებების მიღწევა” მონტენეგროში, ბალკანეთის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგელებისთვის, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ ქალები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ლიბერიიდან.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბალკანეთის და მსოფლიო ქალთა მოძრაობების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა, ახალი კონტაქტების დამყარება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. საუბარი ასევე შეეხო ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ახალი თაობისთვის შესაძლებლობების გაზრდას.
ლიბერიის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, ლოუს ბრუტუსმა, შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ლიბერიის ქალთა მოძრაობაში მისი გამოცდილების შესახებ და მონაწილეებს გააცნო მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.
საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალთა მოძრაობების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის გამოყენების შესახებ. კონფერენციის ბევრმა მონაწილემ იმედგაცრუება გამოხატა რეზოლუციის პრაქტიკაში არასათანადოდ განხორცილების გამო. სანამ ანდერლინიმ, გაეროს ექსპერტმა ირანიდან, უპასუხა მონაწილეების მხრიდან ყველა დასმულ შეკითხვას. იგი შეეცდება ყველა შენიშვნა წარადგინოსრეზოლუციის მიღების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში.
კონფერენციის დასასრულს, Kvinna till Kvinna-სგენერალურმამდივანმა ლენაიაგმაშეაჯამაჩატარებულისამუშაო.
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე:2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში.
კონფერენციაზე ფონდი „სოხუმის"მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
მონაწილეები: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, მას-მედია.
კონფერენციის პირველ ნაწილში, მომხსენებლებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ მთავრობის ყველა დონეზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემაფერხებელ ფაქტორებზე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე და არჩეული თანამდებობის პირი ქალების წინაშე მდგარი გამოწვევის შესახებ.
რუსუდან კერვალიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა და გენდერული თანასწორობისსაბჭოს თავმჯდომარემ, მოკლედ მიმოიხილა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი და ისაუბრა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ათი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობისარჩევნებში. მათ აუდიტორიას გააცნეს საკუთარი გეგმები და სტრატეგიები. რომელიც მიმართულია ადგილობრივ არჩევნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.
და ბოლოს, კონფერენციის შემაჯამებელ ნაწილში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს (NDI) - ის მიერ შემუშავებულ გლობალურ სამოქმედო გეგმას - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად - გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები".
ამგვარად, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველყონ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ქართულ პოლიტიკაში და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებას.
24-დან 26 მარტამდე ქალთა გერმანული ორგანიზაცია OWEN -ის მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომელიც გაეროს რელოზუცია 1325-ის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" (OWEN-ის პარტნიორი ორგანიზაცია) თავმჯდომარე ალლა გამახარია, აგრეთვე OMNIBUSI 1325- ისქსელისოთხი წევრი, რომლებიც სამხრეთ კავკასიას წარმოადგენდნენ.
ბერლინში გამართულ კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაახლოებით ასამდე ადამიანი განიხილავდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში შექმნილ სიტუაციას, რომელიც გაეროს რეზოლუცია 1325 -თან არის დაკავშირებული. გარდა კავკასიელებისა, მონაწილეობდნენ სერბიის, კოსოვოს, ისრაელის, პალესტინის, აფრიკის, სუდანის, მოზამბიკის და უგანდის წარმომადგენლები.
კონფერენციის კარგად მოფიქრებულმა სტრუქტურამ, მონაწილეთა უმრავლესობას საშუალება მისცა აქტიურ რეჟიმში განეხილა საკითხთა ფართო წრე. მუშაობა მიდიოდა სხვადასხვა სახის მეთოდებით, ღრმა და შემეცნებით ანალიზს პლენარულ სხდომებზე ენაცვლებოდა საინტერესო დისკუსიები ჯგუფებში, საერთაშორისო კაფეებსა თუ „აკვარიუმებში".
დასვენებისათვის გამოყოფილი შესვენებები, კარგ პირობებს ქმნიდა არაფორმალური ურთიერთობებისათვის და ინფორმაციების გაცვლა აქტიურად გრძელდებოდა.
შეხვედრამგაეროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ აჩვენა, მიუხედავად გაეროსა და სახელმწიფო სტრუქტურების ათწლიანი მცდელობისა, სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად, ჯერ კიდევ არასაკმარისია ქალთა ინტერესებისა პოლიტიკური ნების თანხვედრა.
ხუთ მარტს თბილისში, სასტუმრო „ძველ თბილისში"ჩატარდაკონფერენცია თემაზე: „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე".
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია.
გამომსვლელთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა.