დასახელება: "იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტი".
დონორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი
განმახორციელებელი პარტნიორი საქართველოში: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო.
პროექტის მმართველი საქართველოში: იგპ -დევნილთა თემის განვითარების ცენტრი.
თანაპარტნიორი: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი".
პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე თემის დევნილთა ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაცია შემდეგი გზებით:
- შესაძლებლობების გაზრდით მიიღონ მონაწილეობა თემის განვითარებაში
- ხელმისაწვდომობის გაზრდით ძირითად ინფრასტრუქტურასთან, მომსახურებასთან, დასაქმებასთან.
- დახმარების საშუალებით ეროვნული შესაძლებლობების გაზრდით.
დასახული ამოცანების მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
პირველი ეტაპი: პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
მეორე ეტაპი: დევნილთა თემის მობილიზაცია.
მესამე ეტაპი: ტრენინგების ჩატარება მიზნობრივ თემებში მცხოვრებ პროექტის მართვის კომიტეტის წევრებთან.
მეოთხე ეტაპი: მიკრო-პროექტების შედგენა თემებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების სანახავად, ძებნაში აკრიბეთ სიტყვა-გასაღები (WB)
|