კვირა, 28.04.2024, 01:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 12

კურორტ მენჯში სანატორიუმ „კოლხიდაში“ მცხოვრებმა დევნილებმა გასულ თვეს გამოთქვეს სურვილი, მომდევნო შეხვედრაზე მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია დევნილთა და განსახლების მინისტრის 320-ე ბრძანების შესახებ, სადაც გაწერილია ის კრიტერიუმები, რითაც ხდება დევნილთა დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.

ამის თაობაზე დეკემბრის  შეხვედრაზე მათ მიიღეს ზეპირი ინფორმაციაც და საინფორმაციო ფურცლებიც, თუ როგორ ხდება დევნილი ოჯახისათვის ქულის მინიჭება.

იურისტის დახმარებით დევნილებმა დაწერეს განცხადება მინისტრ სოზარ სუბარის სახელზე. ისინი ითხოვენ შენობისათვის ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან მიაჩნიათ, რომ შენობა არის საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული.

ამას გარდა მათ მიიღეს პასუხები კითხვებზე სხვა იურიდიული საკითხების გარშემო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

 

სენაკის #7 საჯარო სკოლაში ჩატარდა დებატები აქტუალურ თემაზე „ბულინგი - ახალი ტერმინი, თუმცა კარგად ნაცნობი ძალადობის სახე“.

სენაკი მესამე სკოლაა, სადაც დებატები აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დაცინვის მსხვერპლი, რაც  ხშირად კონფლიქტის და  მოზარდ თაობაში აგრესიის მიზეზი ხდება.

ახალგაზრდული ქსელის ლიდერის ინიციატივით ჩატარდება გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დადგინდება ბულინის პროცენტული მაჩვენებელი სენაკის სკოლებში. შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ვორკშოპებს სკოლებში ტოლერანტობის თემაზე. ეს ერთი ნაბიჯი იქნება ძალადობის ამ ფორმის პრევენციისკენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 592 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კიდევ ერთხელ დაისვა აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემები. ტერიტორია, რომელიც ზაფხულში ფონდი „სოხუმის“ ჩარევით დასუფთავდა, დღეს ისევ დაბინძურებულია.

აღინიშნა, რომ დევნილთათვის რეაბილიტირებულ შენობებში აღდგენას საჭიროებს საკანალიზაციო სისტემა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ჯგუფის წევრები სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მიმართავენ.

კლუბის წევრებმა მომავალი ერთწლიანი გეგმაც დასახეს - პრობლემების მოგვარებაში ისინი აპირებენ აქტიურად ჩართონ ადგილობრივი ხელისუფლების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 712 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრების თემად შერჩეულ იქნა საერთაშორისო დოკუმენტები (გაეროს რეზოლუციები და პეკინის პლატფორმა), რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა უფლებების დაცვას.

საკითხი ახალი აღმოჩნდა ბევრი მონაწილისთვის. მუშაობაში ინტერესით ჩაერთნენ ქუთაისის თუ ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე ახალგაზრდები, რომელთაც ფონდის ასისტენტები შეხვდნენ წყალტუბოში, სენაკში, ხონსა თუ ფოთში.

შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო  ფურცლები. თავიდან დისკუსები არ იყო აქტიური, მაგრამ მონაწილეებმა თანდათან გაიგეს თემის არსი, ამ დოკუმენტების მნიშვნელობა და თავიანთი აზრიც გამოთქვეს:

„შეხვედრამ გამიჩინა სურვილი, უფრო მეტი გავიგო  ამ საკითხებზე“.

„საინტერესოა  მსგავსი შეხვედრები, ახალი თემა, დისკუსიის კულტურა, ინტერაქტივი და ჯგუფური სამუშაო გვაძლევს კომუნიკაბელურობის, საჯაროობის და აქტიურობის გამოცდილებას.“  

გოგონებმა ჩაატარეს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები თავიანთ სკოლებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 681 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0