პარასკევი, 29.03.2024, 01:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » FAQ [ გამოკითხვის დამატება ]

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახმად, მშობლებს აქვთ ბავ­შვის რჩე­ნის ვალ­დებულება. გან­ქორ­წი­ნების შემთხვე­ვა­ში ალი­მენ­ტის ოდე­ნობას გან­საზ­ღვრა­ვენ მშობლები ურ­თი­ერ­თშე­თანხმებით. თუ მშობლები ვერ შე­თანხმდებიან ალი­მენ­ტის ოდე­ნობაზე, მა­შინ და­ვას გა­დაწ­ყვეტს სა­სა­მარ­თლო, გო­ნივ­რუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სების სა­ფუძველ­ზე შვი­ლის ნორ­მა­ლუ­რი რჩე­ნა-აღ­ზრდი­სათ­ვის აუ­ცი­ლებელ მოთხოვ­ნა­თა ფარ­გლებში. ალი­მენ­ტის ოდე­ნობის გა­ნ­საზ­ღვრი­სას სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლობაში იღებს რო­გორც მშობლების, ისე შვი­ლის რე­ა­ლურ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რეობას. მშო­ბელს, რო­მე­ლიც იხდის ალი­მენტს, შეიძლება მო­ნა­წი­ლეობა და­ე­კის­როს და­მა­ტებით ხარჯებში, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გან­სა­კუთ­რებული გა­რე­მოებებით (ბავ­შვის მძიმე მდგო­მა­რეობა, და­სახიჩ­რება და სხვა.)


საქართველოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახმად, თი­თო­ე­უ­ლი მე­უღ­ლის სა­კუთ­რებას წარ­მო­ად­გენს:

ქო­ნება, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მათ­განს ეკუთ­ვნო­და და­ქორ­წი­ნებამ­დე და ქო­ნება, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნების გან­მავ­ლობაში მი­ღებულია მემ­კვიდ­რეობით ან ჩუ­ქებით.

აქედან გამომდინარე, ქონება ითვლება მეუღლის (მამაკაცის) საკუთრებად და მასზე პრეტენზია არ დაიშვება.

 


პირს დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი ჩა­მო­ერ­თმე­ვა, თუ მან სტა­ტუ­სი მი­ი­ღო ყალბი საბუთებისა და ყალბი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარდგე­ნის სა­ფუ­ძველ­ზე. სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კითხს წყვეტს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო, ხოლო დევნილის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა ხდება სა­სა­მარ­თლოს მი­ერ.


მარ­ტოელა დე­დად მი­იჩ­ნე­ვა:

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ზრდის არა­რე­გის­ტრი­რეული ქორ­წი­ნეიდან დაადეულავ­შვე, თუ დაადეის მოწ­მოაში შეტანი­ლი არ არის ჩა­ნა­წე­რიავ­შვის მა­მის შე­სა  და რო­მე­ლიც იღე საელ­მწი­ფო დამა­რეასავ­შვის მოვ­ლა-პატ­რო­ნოისა და აღზრდისათ­ვის;

შვი­ლად ყ­ვა­ნი­ლიავ­შვის დე­და, თუ დე­დაავ­შვის ყ­ვა­ნის მო­მენ­ტი­სათ­ვის არ­ფი­ლა რე­გის­ტრი­რეულ ქორ­წი­ნეაში.

 


მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს შემ­დეგ ღო­ნისძიებებს:

იმ დევ­ნილ­თა დახმა­რება, რომ­ლებიც ცხოვ­რობენ კერძო სექ­ტორ­ში

იმ დევ­ნილ­თა  პი­რობების  გა­უმჯობესება, რომ­­­ლებიც უარს იტ­ყვი­ან კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლებულ ობიექ­ტებში არ­სებული ფარ­თების სა­კუთ­რებაში მი­ღებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა რე­გი­ონ­ში ახალი საცხოვ­რებელი სახლების აშე­ნება.

 


პო­ლი­ცია ვალ­დებულია ოჯახში ძალა­დობის ფაქ­ტის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღების შემთხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებლივ მოახდი­ნოს რე­ა­გი­რება და გა­ნახორ­ცი­ე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული ღო­ნისძიებები. შეტ­ყობინების მი­ღების შემთხვე­ვა­ში პო­ლი­ცია ვალ­დებულია და­უ­ყოვ­ნებლივ  გა­მოცხად­დეს შემთხვე­ვის ად­გილ­ზე, მიუხედა­ვად იმი­სა, პო­ლი­ცი­ის ორ­გა­ნოებს მი­მარ­თა და­ზა­რა­ლებულ­მა, ძალა­დობის მოწ­მემ თუ სხვა პირ­მა.


ძალა­დობის ფაქ­ტის არ­სებობის შემთხვე­ვა­ში პო­ლი­ცია ვალ­დებულია:

ა) მი­ი­ღოს ზო­მები ოჯახში ძალა­დობის ფაქ­ტის აღ­საკ­ვე­თად;

ბ) გან­ცალ­კე­ვებულად გა­მო­კითხოს ოჯახში ძალა­დობის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი, მოწ­მე, მოძალა­დე, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნი, რაც წე­რი­ლობით უნ­და და­ფიქ­სირ­დეს;

გ) ოჯახში ძალა­დობის მსხვერპლს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მი­სი უფ­ლებების შე­სახებ;

დ) მსხვერ­პლის მოთხოვ­ნით ან გა­და­უ­დებელ შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი გა­დაყ­ვა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში;

ე) მსხვერ­პლის მოთხოვ­ნით ან გა­და­უ­დებელ შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი ან/და ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში;

ვ) მსხვერ­პლის სხვა ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნის შემთხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი საცხოვ­რებელი ად­გი­ლი­დან პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­როების ნივ­თებისა და სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტების წა­მო­ღება;

ზ) უზ­რუნ­ველ­ყოს იმ პი­რის უსაფრთხოება, რო­მელ­მაც გა­ნაცხადა ძალა­დობის ფაქ­ტის შე­სახებ;

თ) კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­თა და პი­რობებით გას­ცეს შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რი.

 


    გან­გი­მარ­ტავთ, რომ ოჯახში ძალა­დობის ფორ­მების არ­სებობისას ოჯახის წევ­რის, მე­ურ­ვეობისა და მზრუნ­ვე­ლობის ორ­გა­ნო­სა და თვით 14 წლის ასაკს მიღ­წე­უ­ლი არას­რუ­ლწლო­ვა­ნის მი­ერ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის მოთხოვ­ნით სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მი­მარ­თვის შემთხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო გა­ნიხილავს არას­რულ­წლო­ვან­თან მოძალა­დე მშობლის/მშობლების ურ­თი­ერ­თობის სა­კითხს. ხოლო არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძალა­დობის კვა­ლის არ­სებობისას სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შეიძლება და­ის­ვას დროებითი ღო­ნისძიების სახით მოძალა­დე მშობლი­სა­გან/მშობლებისა­გან არას­რულ­წლოვ­ნის გან­ცალ­კე­ვების სა­კითხი სა­სა­მარ­თლოს მი­ერ საბოლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლების მი­ღებამ­დე. ასეთ შემთხვევა­ში სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის გა­დაწ­ყვე­ტა.


     კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრი - ოჯახში ძალა­დობის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა და მსხვერ­პლთა დროებითი გან­თავ­სების ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ემ­სახურება ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სო­ცი­ა­ლურ რეაბილი­ტა­ცი­ას, პირ­ვე­ლად და გა­და­უ­დებელ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურებასა და სა­მარ­თლებრივ დახმა­რებას. კრი­ზი­სულ ცენ­ტრში პი­რის (მას­ზე და­მო­კი­დებული პი­რების) გან­თავ­სება შე­საძლებელია მსხვერ­პლის სტა­ტუ­სის გან­საზ­ღვრამ­დე და სტა­ტუ­სის გან­საზ­ღვრის შემ­დეგ, იმ შემთხვე­ვა­ში, თუ მსხვერ­პლი არ გა­მოთ­ქვამს თავ­შე­სა­ფარ­ში მი­სი საცხოვ­რებლად გან­თავ­სების სურ­ვილს და სა­ჭი­როებს მხოლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ-სო­ცი­ა­ლურ რეაბილი­ტა­ცი­ას ან/და სა­მარ­თლებრივ დახმა­რებას ან/და პირ­ვე­ლად და გა­და­უ­დებელ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურებას თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რების გა­რე­შე.


     გან­გი­მარ­ტავთ, რომ ასეთ შემთხვე­ვა­ში შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რის მოქ­მე­დება შე­საძლებელია გა­უქ­მდეს მხარე­თა შე­რი­გებისას მო­სა­მარ­თლის სა­თა­ნა­დო გა­დაწ­ყვე­ტი­ლებით, სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მხარე­თა ერ­თობლი­ვი მი­მარ­თვის სა­ფუძველ­ზე, მაგ­რამ იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ოჯა­­­ხ­­ში ძალა­დობის ფაქ­ტი ლახავს ოჯახის სხვა წევ­რთა, გან­სა­კუთ­რებით - არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სებს, მხარე­თა შე­რი­გება არ აფერხებს/ არ იწ­ვევს გა­მო­ცე­მუ­ლი დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვებელი ორ­დე­რების მოქ­მე­დების გა­უქ­მებას.


     სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 623-ე მუხლის თა­ნახმად, სესხის ხელ­შეკ­რუ­ლება იდება ზე­პი­რად. მხარე­თა შე­თანხმებით შეიძლება გა­მო­ყე­ნებული იქ­ნეს წე­რი­ლობითი ფორ­მაც. ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლების დროს მი­სი ნამ­დვი­ლობა არ შეიძლება დად­გინ­დეს მხოლოდ მოწ­მე­თა ჩვე­ნებებით.


     სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 129-ე მუხლის თა­ნახმად: სახელ­შეკ­რუ­ლებო მოთხოვ­ნების ხან­დაზ­მუ­ლობის ვა­და შე­ად­გენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივ­თებთან და­კავ­ში­რებული სახელ­შეკ­რუ­ლებო მოთხოვ­ნებისა - ექვს წელს. ხან­დაზ­მუ­ლობის ვა­და იმ მოთხოვ­ნებისა, რომ­ლებიც წარ­მო­ი­შობა პე­რი­ო­დუ­ლად შე­სას­რუ­ლებელი ვალ­დებულებებიდან, სა­მი წე­ლია.


     სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 21-ე მუხლის თა­ნახმად: და­ინ­ტე­რე­სებული პი­რის განცხადების სა­ფუძველ­ზე ფი­ზი­კუ­რი პი­რი შეიძლება სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლებით აღი­ა­რებულ იქ­ნეს უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნობია და ორი წლის მანძილ­ზე იგი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა თა­ვის საცხოვ­რებელ ად­გი­ლას. გა­დაწ­ყვე­ტი­ლების კა­ნო­ნი­ერ ძალა­ში შეს­ვლის შემ­დეგ კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რეები მო­ი­პო­ვებენ უფ­ლებამო­სი­ლებას, უკ­ვა­ლოდ და­კარ­გუ­ლის ქო­ნება მარ­თონ მინ­დობილი სა­კუთ­რების სახით, მათ შო­რის, მი­ი­ღონ მის­გან სარ­გებელი. ამ ქო­ნებიდან მი­ე­ცე­მა სარ­ჩო უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლის რჩე­ნა­ზე მყოფ პი­რებს და და­ი­ფა­რება ვა­ლები.
     უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რებული პი­რის დაბრუ­ნების ან მი­სი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემთხვე­ვა­ში უქ­მდება სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლება მი­სი ქო­ნების მარ­თვის შე­სახებ. მე­ურ­ნეობის სა­თა­ნა­დო გაძღო­ლით მი­ღებული სარ­გებლის ანაზ­ღა­უ­რების მოთხოვ­ნის უფ­ლება მას არა აქვს.

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0