ხუთშაბათი, 02.05.2024, 09:38
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10


 

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ჩატარებული მრგვალი მაგიდის თემა იყო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში".

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები. სულ ოცი მონაწილე.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები: მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სწორი ტერმინების გამოყენება, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგების ჩატარება.



კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 970 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.12.2011


16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს ქუთაისში დაგეგმილი იყო ველოსიპედისტების  აქცია. უამინდობის გამო აქციამ სასურველი მასშტაბი ვერ მიიღო, თუმცა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე შეკრებილებმა (ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა) გამვლელთა ყურადღება მიიპყრეს სლოგანებით და თავიანთი დამოკიდებულებაც გამოხატეს ტელეკომპანია „რიონისათვის" მიცემულ ინტერვიუებში.

10 დეკემბერი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დღე და კამპანიის ბოლო დღეა. 

ფონდმა „სოხუმმა" კამპანიის დროს ჩატარებული 130-ზე მეტი ღონისძიებით ათასობით ადამიანს შეახსენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა და მას ერთიანი ძალისხმევით უნდა დავუპირისპირდეთ.



კატეგორია: აქციები | ნანახია: 1040 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.12.2011

10 დეკემბერს - კამპანიის ბოლო დღეს - რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით პროექტის ფარგლებში მომზადებული ბოლო რადიოგადაცემა გავიდა.

გადაცემის პირველი ბლოკი პროექტის კოორდინატორს დაეთმო, რომელმაც მოკლედ შეაჯამა სამწლიანი მუშაობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც მოიტანა განხორციელებულმა საქმიანობამ ფონდის მიერ შექმნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრა ფართოდ გაშლილი საზოგადოებრივი დისკუსიების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად წამოსული ინიციატივების, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სრულიად ახალი საფეხურის  შესახებ, რომლის შედეგია თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

გადაცემის მეორე ბლოკში საინფორმაციო კამპანია და მასში საზოგადოების ფართე მასების მონაწილეობის მომენტები გაშუქდა. რესპონდენტთა საუბარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან ძალადობის პრობლემის სწორი აღქმის აუცილებლობა და დაცვის ეფექტური მექანიზმების საჭიროება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 940 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0