ხუთშაბათი, 02.05.2024, 11:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 28

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ქუთაისში, ფოთსა და ხურჩაში ჩატარდა 6 ჯგუფური  და 2 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. ფსიქო-რეაბილიტაცია გაიარა 21-დან 56 წლამდე ასაკის 117 ქალმა.

 შეხვედრებში მონაწილე დევნილი ქალები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან.

 მონაწილეთაგან  ერთ-ერთმა თავის შინაგან სულიერ ცვლილებებზე ასე ისაუბრა: - როცა ჩვენ გაცნობიერებულად, წინასწარგანზრახულად გამოვიმუშავებთ ახალ- უკეთეს ჩვევებს, ჩვენი საკუთარი „მე", იშორებს ძველს და  ირგებს ახალს. ფსიქოლოგთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, შევეცადე,  მომეხსნა „მანტია," რომ  ყველა წარუმატებლობის მიზეზი მე ვარ.  დღეს მე ვაქებ საკუთარ თავს, მაშინაც კი, როცა ვამზადებ საჭმელს და ჩვენი საოჯახო საქმეები უკეთესობისაკენ წავიდა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.




კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 984 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.06.2011

 

„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, ფონდი „სოხუმი" საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, აქტიურ პოლიტიკაში მყოფ ქალბატონებთან თანამშრომლობით ცდილობს, შექმნას წინაპირობა, რათა ხელი შეუწყოს  ქვეყნის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდას".

ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში  არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი ქალები შეიკრიბნენ.

 

ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი რეგიონალური ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და საკრებულოს წევრი ქალების ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითების  შესახებ მოუთხრობს ტელემაყურებელს.

ძალიან საინტერესო შეხვედრების შესახებ ყვებიან ბრიუსელში,   „ნატოს" შტაბ-ბინაში მიწვეული საკრებულოს წევრი ქალბატონები, რომელთაც რეკომენდაცია ფონდმა გაუწია.

ფონდის მონიტორ ქალთა ჯგუფის წევრებმა საკრებულოს სოციალური პროგრამების მონიტორინგის კუთხით გაწეულ მუშაობაზე მოგვითხრეს. მათი თქმით, ძალიან დაეხმარათ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით აზერბაიჯანში და სომხეთში გასვლითი შეხვედრები.

როგორია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალის როლი, რამდენად კარგად ახერხებენ ისინი თანაკუთხელთა ინტერესების დაცვას, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული და რა ინიციატივები აქვთ - სტუდიაში მყოფი სტუმრები, დეპუტატი ქალები ამ საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ და, ხშირად, ისინი ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვცდილობთ, არ გავამტყუნოთ მათი იმედები". -ასეთი იყო მათი პოზიცია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2011

 ივნისში ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. დევნილი  ქალბატონებისათვის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები ისევ აქტუალურია. შესაბამისად,  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებთან  შეხვედრებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. დევნილები ითხოვენ  კონსულტაციებს შემდეგ თემებთან დაკავშირებით: კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ-დამცავი და შემაკავებელი ორდერი; განსახლებისა და განქორწინების საკითხები; ბავშვთა უფლებების დაცვა და სხვა.

 შეხვედრებზე გამოითქვა აზრი, რომ იურისტთა კონსულტაციები ერთგვარი გზამკვლევის როლს თამაშობს დევნილ მოსახლეობაში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 918 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0