ხუთშაბათი, 02.05.2024, 07:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 19

"არა - ძალადობას, არა - შეიარაღებას!" - ეს იყო მთავარი მესიჯი ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული  რადიოგადაცემისა, რომელიც რადიო „ძველი  ქალაქის " ეთერით გადაიცა. მასში გაშუქდა საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინაღმდეგ", კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში ჩატარებული ღონისძიებების მონაწილე დევნილთა სულისკვეთება, პოზიცია.

რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მოაქვს ბოროტად გამოყენებულ იარაღს, უკონტროლო შეიარაღებას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.

-ომში და პოსტკონფლიქტურ პერიოდში ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები, ამიტომაც ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ,- ამბობენ რესპონდენტები.

გადაცემამ წარმოაჩინა უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა და გადაცემის მონაწილეთა საერთო მოსაზრება: შეიარაღებული ძალადობა  მხოლოდ უკონტროლო შეიარაღების აღკვეთით შეიძლება ავიცილოთ თავიდან.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1031 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2011

ხონის  სამხედრო დასახლების  10 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა შეხვედრები თემაზე "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ".

დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია იმაზე,რომ ქსელ IANSA-ს  ორგანიზებით 13-19 ივნისს მთელ მსოფლიოში ტარდება უკონტროლო შეიარაღების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია.

აღინიშნა,რომ კამპანიისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გენდერულ თემატიკას, რადგან შეიარაღებული კონფლიქტების დროს უფრო მეტად ქალები ზარალდებიან. გამახვილდა ყურადღება იმაზეც, თუ რამდენადაა გავრცელებული მოზარდებში ცივი იარაღის ტარების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება.

შეხვედრების ორგანიზებისას განსაკუთრებით  იაქტიურეს ახალგაზრდებმა, დაარიგეს  ფონდი „სოხუმის" მომზადებული საინფორმაციო ფურცლები  და პოსტერები.  დევნილებმა ისაუბრეს იმ  ტკივილზე, რომელიც მათ მოუტანა უკონტროლო შეიარაღებამ, ომმა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა იარაღზე კონტროლის გამკაცრება და ადამიანთა სოლიდარობა შეირაღებული ძალადობის წინაღმდეგ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1101 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2011

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საერთაშორისო კამპანიის "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ" დღეებში  ჩაატარეს შეხვედრები  ფოთის სასწავლო ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან.

შეხვედრისას  დევნილმა ქალბატონებმა  გაიხსენეს აფხაზეთის ქალაქებიდან და სოფლებიდან იძულებით წამოსვლის დღეები, როგორ გამორბოდნენ ქალები და ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ითქვა, რომ ომმა და შეიარაღებულმა ძალადობამ მათ მოუშუშებელი ტკივილი და მშობლიური კუთხეებიდან აყრის ბედი არგუნა.

ომის შედეგად ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა გონს მოსასვლელად. ჩვენ არ გვინდა ძალადობა, ომი და სისხლისღვრა, გვინდა მშვიდობიანი მომავალი ჩვენი შვილებისათვის".

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1056 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0