შაბათი, 27.04.2024, 15:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 28 » „საზოგადოებრივი მისაღები“ განაგრძობს კონსულტაციებს
17:36
„საზოგადოებრივი მისაღები“ განაგრძობს კონსულტაციებს

ივლისში „საზოგადოებრივ მისაღებს" ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულმა  დევნილმა ვ. ჩიქოვანმა მიმართა, რომლის ოჯახიც   მეათე (ბოლო) სართულზე ცხოვრობს. ძლიერმა ქარმა და წვიმებმა სახურავი( და მთლიანად ბინა) იმდენად დააზიანა, რომ ოჯახი, დროებით, იმავე ბინის მერვე სართულზე შეასახლეს. ამჟამად ბინის ოფიციალური მფლობელი ითხოვს მის დაცლას. დაზარალებული ოჯახი კი- საცხოვრებლად უვარგისი ბინის გარემონტებას.

დევნილი მოქალაქის ვ.ჩიქოვანის თხოვნით, შედგენილ იქნა განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს უფროსის დ.აფციაურის სახელზე.

„საზოგადოებრივი მისაღების" იურისტები ელოდებიან რეგიონული სამმართველოს ოფიციალურ პასუხს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის.

შეხვედრებზე აქტუალურია კითხვა: ადგილობრივ მოქალაქეებზე დაქორწინებული დევნილი ქალბატონების შვილებს, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი, გამოეყოფათ  თუ არა საცხოვრებელი ფართი?

რეგიონულმა სამმართველომ, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილებს განუმარტა: რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დევნილი ქალბატონები და არ მათი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დევნილის სტატუსი.

ფონდი "სოხუმის” იურისტებთან შეხვედრების შედეგად, დევნილი მოქალაქეები  ბევრ საჭირბოროტო ყოფით საკითხს დადებითად აგვარებენ.     

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1012 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0