ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მათ აღნიშნეს, რომ აუცილებელია სიების ხელეხალი გადამოწმება და დაზუსტება, კომისიის წევრთა გადამზადება.
-ფონდი „სოხუმის" იურისტის მიერ ჩატარებულმა ვორკშოპმა მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით საარჩევნო კანონმდებლობასა და ცვლილებებს მასში,-ითქვა შეხვედრაზე. სასურველია , მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდეს, რადგან მხოლოდ მედიასაშუალებებით მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოსახლეობისათვის.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ქუთაისში გაიხსნა ცნობილი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა - „ომის აპოთეოზი", რომლის ორგანიზატორთა შორის არიან ფონდი „სოხუმი" და კავშირი "დონის ქალები (რუსეთი).
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |