კვირა, 05.05.2024, 00:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო
21:21
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო
 
 

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო - საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

 მიმდინარე წელს კამპანიის 20 წლისთავი აღინიშნება. კულტურულ ჰუმნიტარული ფონდი „სოხუმი" ყოველწლიურადაქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კამპანიაში.

 კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში,სენაკში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქციები სლოგანით - „ძალადობა ბოროტებაა!"

 

ქუთაისი

 ქუთაისში აქცია ზუსტად 13 საათზე დაიწყო. ფონდმა „სოხუმმა" შეფობა აიღო ქუთაისის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერზე, რომელსაც ფონდის ინიციატივით „25 ნოემბრის სკვერი ეწოდა".

 კამპანიის ფარგლებში სწორედ ამ სკვერში გაიმართა მდუმარე აქცია, სადაც შეიკრიბნენ ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები, აქტივისტები, ლიდერი ქალები, მცირე მეწარმეები...

 თეთრ მაისურებში გამოწყობილი ქალთა დუმილი სლოგანებმა გაახმოვანა: „გავერთიანდეთ  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!" „წინ აღუდგეთ ძალადობას!" დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კამპანიის ამსახველი პოსტერები.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რიონის", „მეგა - TV-ს" გადამღები ჯგუფები, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები: გაზეთი „ PS ", „ახალი ქუთაისი" .

აქციამ მოქალაქეთა ყურადღება მალე მიიპყრო. ბევრი მათგანი კამპანიის ისტორიითაც დაინტერესდა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1220 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0