კვირა, 05.05.2024, 03:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 30

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში". რომელსაც 12 ქალი ესწრებოდა. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დევნილთა უფლებები დარღვეულია, რადგან წძალტუბოში განსახლების საკითხი ძალიან გაჭიანურდა და გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

ძალდობის თემის განხილვისაც მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ის საცხოვრებელი პირობები, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, ხშირად იწვევს კონფლიქტებს ოჯახში.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1065 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

ქუთაისში სასტუმრო „თბილისში" გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდა 19 ადამიანი.

იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო აფხაზეთის მე-6 სკოლაში. მონაწილეობდნენ ამავე სკოლის პედაგოგები, მე-12 კლასის მოსწავლეები.

მონაწილეებისთვის არ იყო ახალი აღნიშნული თემა. მათი აზრით, განსაკუთრებით ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რასაც საფუძვლად უდევს უმუშევრობა და ამ ნიადაგზე წარმოშობილი აგრესია.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 986 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

ტოლერანტობა- ასეთი იყო თემა მრგვალი მაგიდისა,რომელიც სენაკში,  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ჩაატარეს.

რა განაპირობებს ახალგაზრდებს შორის აგრესიას - ამ პრობლემის განხილვას აქტიური დისკუსია მოჰყვა. მონაწილეთა მოსაზრებით ამ პრობლემის არსებობას საფუძვლად უდევს მიგრაცია, კომპიუტერული თამაშების ნეგატიური გავლენა ახალგაზრდებზე, მშობლების აგრესია შვილებისადმი, სოციალური პრობლემები.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 976 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

კამპანიის ფარგლებში ფონდის ფსიქოლოგი ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, კულინარიულ სასწავლებელში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა.

ძალადობის თემა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს. მაცხოვრებელთა საერთო მოსაზრებით ისინი სოციალ-ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან, რადგან ჯერჯერობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

შეხვედრის დასასრულს რამდენიმე მონაწილე ფსიქოლოგს ინდივიდუალურ შეხვედრაზეც შეუთანხმდა, რომელიც ფონდ „სოხუმში" გაგრძელდება.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0