შაბათი, 27.04.2024, 17:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მარტი » 22 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში
11:12
ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში

- რა ეტაპზეა სტრატეგიის მიხედვით დევნილთათვის ბინების გადაცემა-დაკანონების საკითხები, რა პრობლემები აქვთ დევნილებს წყალტუბოში,  - ძირითადად ამ პრობლემების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა წყალტუბოში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, რომელსაც კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალები...

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა წყალტუბოში - ომარ ბედენაშვილმა ვრცელი ინფორმაცია გააკეთა დევნილთათვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წყალტუბოში უკვე შენდება ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია იმ სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან. ამასთანავე შემოსულია 400 დევნილი ოჯახის განცხადება, რომელთაც სურვილი აქვთ  ფოთში გადავიდნენ და იქ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.

შეკრებილებმა მთავრობის წარმომადგენელთან დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად შეეხო ფართების განაწილების, სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების საკითხებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 966 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0