შაბათი, 27.04.2024, 11:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მარტი » 09
 

„ოჯახური ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა"- ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდი  ერთობლივი სამოქალაქო ფორუმი ქალთა საერთაშორისო დღის მეასე წლისთავს მიეძღვნა. ფორუმი ცხრა მარტს გაიმართა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფების" საკონფერენციო დარბაზში.

ორივე ფონდის წარმომადგენლებმა ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული საქმიანობა გააცნეს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.

ექსპერტმა ილიკო ნაცვალაძემ საქართველოში ოჯახში ძალადობის სიტუაციური ანალიზი გააკეთა.

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ ფორუმი ჯგუფურ მუშაობაზე გადავიდა.

„ოჯახური ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალებზე" -  ამ პრობლემას განიხილავდა ხუთი ჯგუფი: სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, იურისტები და ფსიქოლოგები, მასმედია, მეწარმე ქალები, სამოქალაქო საზოგადოება.

მუშაობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მზად იყო ხუთივე  ჯგუფის „იდეის ფარდაგი", რომლებზეც ფორუმის მონაწილეებმა  პრობლემის დაძლევის პრევენციული მექანიზმები ჩამოაყალიბეს.

მობილურმა  ჯგუფმა ამ ნამუშევრების მიხედვით  ოჯახური ძალადობის პრევენციის სტრატეგია  და ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

მონაწილეებმა ფორუმს მაღალი შეფასება მისცეს. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა განსაკუთრებით გულთან ახლოს მიიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და მასმედიის წარმომადგენელმა მამაკაცებმა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს.

ფორუმი გაშუქდა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხით, რეგიონული ტელეკომპანიებით "რიონი”, მეგა-ტვ”, რადიო "ძველი ქალაქი”.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმები | ნანახია: 1819 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2011

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს რეგიონის პრობლემებზე. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუსაქმებელია მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჟურნალისტი ნინო ნიკოლეიშვილის თქმით, დამსაქმებლები უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ  - ქალების დიდი ნაწილი  საზღვარგარეთაა გახიზნული, პრობლემებია ჯანდაცვის სფეროშიც, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ქალს არა აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოვლევები. დედაქალაქისგან განსხვევებით ოზურგეთში არ არსებობს გინეკოლოგიური თუ ონკოლოგიური დაავადებების უფასო გამოკვლევების სპეციალური სამედიცინო პროგრამები.

აღინიშნა ისიც, რომ ახალგაზრდებისთვის არ არის კულტურული თავშეყრის ადგილები: ქალაქში არ არსებობს კინო-თეატრი, ლიტერატურული კაფე... ახალგაზრდების დიდი ნაწილი იძულებულია დრო ქუჩაში გაატაროს.

ამ პრობლემების მოგვარების მიზნით კლუბის წევრებმა ადვოკატირებისათვის ხუთკაციანი ჯგუფი გამოყვეს. აღნიშნული საკითხების დასმას კლუბის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 970 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.03.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0