ტრადიციული შეხვედრა ოზურგეთის მედიის წარმომადგენლებთან ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაზე, ინიციატივებზე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლალი სიჭინავამ შეკრებილებს მოუთხრო პროექტზე „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად“. პროექტი ქალაქის სკოლებში განხორციელდა და ახალგაზრდული ფორუმით დასრულდა. სულ მალე, საკრებულოს მხარდაჭერით, მუშაობა გაგრძელდება სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს უფრო მეტი ახალგაზრდის გენდერული ცნობიერების ამაღლებას და გააქტიურებას.
ოზურგეთელი ჟურნალისტები კვლავაც მზად არიან, გააშუქონ გენდერული საბჭოს აქტიური საქმიანობა, ადგილობრივი პროექტების მიმდინარეობა და საზოგადოებას დაანახონ მიღებული შედეგები.
იმ საღამოსვე ჩვენი პარტნიორი ტელეარხის „გურიის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ამ შეხვედრის შესახებ.
20 თებერვალს ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა „თაობათა დიალოგი“ - მწერალთა კავშირის წევრს, სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის და აიპ აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების დამფუძნებელს, ქ .ბათუმის საკრებულოს წევრს, პროფესორ რამაზ სურმანიძესა და სკოლის უფროსკლასელებს შორის. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.
შეხვედრამ ემოციურად, საინტერესო დისკუსიებით ჩაიარა და თაობათა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის, კულტურული დიალოგის აუცილებლობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა.
„შეიძლება, ამდენი სითბო, სიყვარული საკუთარ ოჯახშიც კი ვერ მივიღოთ“ -ასე აღწერა თავისი განწყობა ერთ-ერთმა მოზარდმა.
ბატონმა რამაზმა სკოლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად.
შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა მოახსენეს ლამაზი და საინტერესო დღისათვის!
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
16-18 თებერვალს №№1, 11, 13, 23, 30 საბავშვო ბაღებში პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა (პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ჩეხეთის დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის NESEHNUTI მხარდაჭერით).
ჩატარდა 12 საინფორმაციო შეხვედრა: თითო შეხვედრა ქუთაისის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თითო ბაღში ხელმძღვანელებთან, აღმზრდელებთან, მეთოდისტებთან, აღსაზრდელთა მშობლებთან. შეხვედრებზე მონაწილეებმა დააფიქსირეს საბავშვო ბაგა-ბაღების პრობლემები და საჭიროებები, გააცნობიერეს აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის აუცილებლობა.
კოკის სკოლაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 15 მოსწავლე.
საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარების თემაზე საუბრისას მონაწილეებმა საინტერესო პარალელები გაავლეს ტრადიციებთან და თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით.
აქაური მოსწავლეები აქტიურები და კრეატიულები არიან, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ უფროსი თაობის მიმართ და ამიტომაც გამოიჩინეს ინიციატივა: 30 მოხალისემ დედის დღე - 3 მარტი მიულოცოს სოფელ კოკის ქალბატონებს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდა 21 დევნილი და 12 ადგილობრივი ქალბატონი, აგრეთვე 16 ახალგაზრდა 25 წლამდე.
საუბრის თემა: საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა. როგორ გვესმის ჩვენი თავის, საკუთარი რეაქციები, ემოციები, ყოველ ახალ სიტუაციაში თავის შეცნობის ნიჭი.
შეასრულეს სავარჯიშო „საკუთარი თავის დამახასიათებელი 20 სიტყვა“. ფსიქოლოგმა ამოარჩია სიტყვები, რომლებიც ხშირად მეორდებოდა: დამჯერე, მორჩილი, ერთგული, ვაჟკაცური, ამტანი, გამტანი, მარჩენალი, დამთმობი, მშრომელი, დიასახლისი, თავმდაბალი, მომთმენი...
შეიქმნა ქალის ასეთი უჩვეულო პორტრეტი. გაოცების შემდეგ იყო თვითშეფასების განსჯა და საკუთარი თავის შეცვლის სურვილი.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
- მშვიდი ვარ, გაწონასწორებული, ვცდილობ კონფლიქტებს თავი ავარიდო, მაგრამ სულ მე მიწევს დათმობებზე წასვლა, ამიტომ ხშირად დათრგუნული ვარ.
- ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ ხშირად ვეხვევი კონფლიქტში, ეს ჩემი ხასიათია და მიჭირს ემოციების გაკონტროლება.
ძირითადად, ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა ქალებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე, წყალტუბოში, სენაკსა და ხურჩაში.
- როგორ ვმართოთ კონფლიქტები ისე, რომ არც მსხვერპლი გავხდეთ და არც მოძალადე - ვორკშოპებზე დისკუსიები ამ მიმართულებით განვითარდა და ბევრი საინტერესო მოსაზრებები გამოიკვეთა. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავს ცუდად იცნობენ, არასოდეს უფიქრიათ იმ უარყოფით თვისებებზე, რომლებიც განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებში იჩენს თავს.
მონაწილეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაციები, როგორ მართონ კონფლიქტები, რა სტრატეგიებს მიმართონ, რომ მათ განვითარების საშუალება არ მისცენ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
16 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ერთ ჯგუფს. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს გაზიფიკაცია და საცხოვრებელი ფართების დაკანონება. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
შედგა აგრეთვე შეხვედრა ადგილობრივ მოქალაქესთან, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციას მიმართა იურიდიული დახმარებისათვის პირად საკითხებში.