23 თებერვალს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისის, ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში („ჩვილ ბავშვთა სახლი“). სხვა დევნილებთან შედარებით მათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები აქვთ: გარემონტდა გარეთა ფასადი, ჩასმულია ახალი ფანჯრები, ყველას დაურიგეს გაზის გამათბობელი. პრობლემას წარმოადგენს იმ ფართების დაკანონება, რომელშიც ცხოვრობენ.
მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვები პენსიის დანიშვნის პროცედურების შესახებ, ომის ვეტერანის უფლებების და პრივილეგიების, განქორწინების და ალიმენტის დანიშვნის შესახებ. შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდა მათთვის საინტერესო ინფორმაციები.
მოქალაქეებთან ერთად დაიწერა ერთობლივი განცხადებები სხვადასხვა ინსტანციაში სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.
ფოთის 1-ლ საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 17 გოგონამ.
საინტერესოდ გაიშალა შეხვედრის თემა „გენდერული საზოგადოების განვითარება საქართველოში“. იყო აქტიური დისკუსია და სამომავლო გეგმებზე საუბარი - 6 მარტს მოხალისეთა ჯგუფი და კლუბის აქტიური წევრები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
4, 10 და 23 თებერვალს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 32, შეხვედრის თემა - გენდერული განვითარება, გენდერული როლების ათვისება, მიზანი კი: ინფორმირებულობის გაზრდა ოჯახსა და საზოგადოებაში გენდერულ განვითარებასთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგი შეხვდა აგრეთვე ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელმაც მიიღო პრაქტიკული რჩევები სტრესისა და პოსტტრავმული სინდრომის მართვის კუთხით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა საკონსულტაციო იურიდიული შეხვედრები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პროცესში, განქორწინება და ალიმენტის დანიშვნის წესები, მოწმედ გამომსვლელის უფლებები და მოვალეობები.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციის პრობლემას. შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, როგორ უნდა იცხოვრონ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებმა აფხაზეთში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
საირმეში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.
გენდერული ძალადობა, ადვოკატირება, კომუნიკაცია - ამ თემების ირგვლივ საინტერესო მუშაობა წარიმართა.
ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უფრო ნათლად გააცნობიერეს, რა შეიძლება მათი მხრიდან გაკეთდეს ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დახმარებისათვის. ისაუბრეს ამ პროცესში არსებულ პრობლემებზე. მათი აზრით, საზოგადოებასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო, რათა ქალი გახდეს ძლიერი, შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში გაიმართა. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ოთახში კლუბის და საბჭოს წევრები შეიკრიბნენ. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ საბჭოს მუშაობის შედეგებზე და მომავალში განსახორციელებელ ორ პროექტზე ისაუბრა. მან ასევე საბჭოს მუშაობის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბთან თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებას უწყობს ხელს.
შეხვედრის მონაწილეებმა დასახეს გეგმები, როგორ აღნიშნონ მარტის დასაწყისში ქალთა სოლიდარობის დღეები.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-14 სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღების გამგეები და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსა და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებას შორის.
მემორანდუმის ხელმოწერამ საფუძველი დაუდო აქტიურ თანამშრომლობას გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსა და საბავშვო ბაღებს შორის მინი-პროექტის ფარგლებში.
თებერვლის ბოლოს გენდერული საკონსულტაციო საბჭო გეგმავს 3 ვორკშოპის ჩატარებას 1-ლ საბავშვო ბაღში ეკო-სანიტარიის, გენდერისა და ძალადობის თემებზე.
გაერთიანების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერა დიდი იქნება და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოხატა.
სხდომაზე მოისმინეს შედეგები ადრე დასმული პრობლემების თაობაზე. აღინიშნა, რომ კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ უკვე გაიწმინდა საკანალიზაციო სისტემა. გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა საკითხსა და საპროექტო იდეებზე.