ხუთშაბათი, 02.05.2024, 20:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 30

იურისტთან შეხვედრები ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება. აპრილის შეხვედრების ერთ-ერთი თემა იყო საალიმენტო მოვალეობანი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებზე, ალიმენტის ოდენობაზე და სხვა საკითხებზე.

აპრილში ჩატარდა 6 შეხვედრა იურისტთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, რომელთაც ესწრებოდა 65 ქალი.

ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოქალაქემ მიიღო ახსნა-განმარტება, როგორ დაიცვას თავი მოძალადე გაშორებული მეუღლისაგან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

დებატები ზუგდიდსა და სენაკში, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტების პორტრეტები, ხონელი ახალგაზრდების ხედვა,  ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის აქტიური მუშაობა, ოჯახში ძალადობის პრევენცია - ეს და სხვა საკითხები აისახა ჟურნალ „ქალთა ხმის“ მეორე ნომერში.

ჩანახატი, ანალიტიკური სტატია, ინფორმაცია, რეპორტაჟი - ჟურნალი ჟანრობრივადაც მდიდარია.

მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დაინახოს ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მასშტაბები მნიშვნელოვანი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

Donwload>>>

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 733 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

აპრილის  თვის  შეხვედრების თემა იყო ძალადობის მსხვერპლ ქალთა რეაბილიტაცია.

შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.

შეხვედრებზე დევნილმა ქალბატონებმა გაიგეს სიახლეები. მათ დაურიგდათფონდი „სოხუმის“ ჟურნალები და  მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

აღნიშნულ შეხვედრებს ინტერესით ელოდებიან დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, ქალბატონებს აქვთ შესაძლებლობა, არა მარტო განიტვირთონ ყოველდღიურობისგან, არამედ მობილიზატორებისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის სტრატეგია, პროექტის ცალკეული კომპონენტების მნიშვნელობა და მიღებული შედეგების კავშირი მთავარ მიზანთან - ამ საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები.

ინტერაქტიულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, იმიტირებულმა წარმოდგენებმა, დისკუსიებმა საშუალება მისცა მონაწილეებს, სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ განსახილველ საკითხებს.

ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს:

- თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ  უკეთ გავიაზრეთ აქტივობები კავშირი პროექტის მთავარ მიზანთან.

- გავაანალიზეთ, რამდენად სწორია ის სტრატეგია, რომელსაც მუშაობისას ვიყენებთ.

-დღეიდან შევძლებთ უფრო ეფექტური გავხადოთ საკუთარი მუშაობა, ამაში ეს ტრენინგი დაგვეხმარა.

მობილიზატორების აზრით, სასურველია, მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად გაიმართოს, რათა მათი პროფესიული მომზადების ხარისხი გაიზარდოს, რაც მათ შემდგომ მუშაობაში აისახება.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 706 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

ფეისბუქის ახალგაზრდულ გვერდზე ბევრი პუბლიკაცია დაფიქსირდა თემაზე „მოხეტიალე წიგნი“. ქუთაისში, შექსპირის კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ სახეტიალოდ სიმბოლურად გავუშვით „მეფე ლირი“.

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა:

- 27 წლის ვარ, აქამდე არასოდეს შევხვედრივარ ამ წიგნს. ახლა  თეატრის ახლოს ვიპოვე, წავიკითხე და იქვე დავტოვე. გამიხარდება, თუ სხვა მკითხველები გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მადლობა თქვენ!

აპრილის თვის სტატისტიკა:

189 მომხმარებელმა მოიწონა გვერდი

22 ახალი პუბლიკაცია გაჩნდა

436 დათვალიერება

ახალგაზრდული გვერდი სულ უფრო აქტიური ხდება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

აპრილში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური და ორი ინდივიდუალური (პრობლემები - მოძალადისგან თავის დაცვა და მოზარდის დეპრესია) შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 87 ქალბატონი 19-დან 60 წლამდე.

3 ჯგუფური შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 28-დან 60 წლამდე ასაკის 45 ქალბატონის მონაწილეობით.

თითქმის ყველა შეხვედრაზე დაისვა ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული საოჯახო კონფლიქტების საკითხი: „არ მენდობა“, „მეჩხუბება, ფული რაში დახარჯეო“, „ყაირათიანი ქალი არ ხარო“ და ა.შ.

ადრე პატივსაცემ ოჯახებში არსებობდა  წიგნი, სადაც საღამოობით შეჰქონდათ საოჯახო ხარჯები. ძველი ხერხი დღესაც აქტუალურია - ეს დააწყნარებს ნერვებს, არ იქნება კონფლიქტები, გაიზრდება ნდობა, ყველას ექნება რეალური ინფორმაცია შემოსავალსა და გასავალზე, რაც ხელს შუწყობს ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 730 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0