- ჩემთვის უსაფრთხოება
თავისუფლება და დამოუკიდებლობაა.
- უსაფრთხოდ ყოფნა ნიშნავს
იმას, რომ საკვები, რომელსაც მივირთმევ, არ
იყოს ჯანმრთელობისთვის
საზიანო.
- არ უნდა მეშინოდეს
ღამე სახლიდან გამოსვლის.
-არ არსებობდეს არანაირი
ძალადობა.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ახალგაზრდები ხონის ახალგაზრდულ
ცენტრში გამართულ დებატებზე, სადაც ადამიანური
უსაფრთხოების თემა განიხილებოდა.
მონაწილეთა უმრავლესობამ
დააფიქსირა, რომ უსაფრთხოების პირველი ასოციაცია მაინც მშვიდობასთან
ჩნდება, რაც ბუნებრივია, რადგან, ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ამ საფრთხის არდანახვა შეუძლებელია.
მონაწილეებმა გულწრფელად
დააფიქსირეს, რომ პირველად დაფიქრდნენ ადამიანური
უსაფრთხოების კომპონენტებზე.
აღინიშნა, რომ ხშირად
ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონ ქმნიან ყველა პირობას იმისთვის,
რომ უსაფრთხოება დაარღვიონ. მაგალითად, ანაგვიანებენ გარემოს, იკვებებიან არასწორად, ძალადობენ სხვებზე...
უსაფრთხოების თემაზე
დებატები სხვა ახალგაზრდულ ცენტრებში გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |