ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბი თანმიმდევრულად
აგრძელებს მოქალაქეთათვის აქტუალური საკითხების ადვოკატირებას. კლუბის სხდომებზე წამოჭრილი
თემას - ქუთაისში საკვები პროდუქტების ხარისხის თაობაზე - ოპერატიულად გამოეხმაურა
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, ქალბატონი მადონა კოიძე, რომელიც 3 სექტემბერს, ქუთაისის ამომრჩვეველ ქალთა კლუბის
ადვოკატირების ჯგუფის წევრებს შეხვდა.
საუბარი შეეხო მომხმარებელთა ძირითად უფლებებსა და, ზოგადად,
სამომხმარებლო კულტურას; სწორი ინფორმაციის
მნიშვნელობას სფეროში არსებულ ხარვეზებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების
ძიებას; ხარისხის კონტროლოს შესაბამისი ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების არსებობის
აუცილებლობას. დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები ქუთაისში
პურპროდუქტების ხარისხის კვლევის კუთხით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი)
მიერ (NED) |