სამშაბათი, 07.05.2024, 06:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივლისი » 01

როგორ ესმით გოგონებს გენდერული თანასწორობა, როგორი მათი თვალით დანახული ჰარმონიული ურთიერთობა- ამ თემის ირგვლივ გაიმართა საუბარი ქუთაისში  ჩატარებულ შეხვედრაზე. მონაწილეებმა ცოცხალი მაგალითები მოიყვანეს როგორი უნდა იყოს თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის და რა დადებითი შედეგები მოაქვს მსგავს ურთიერთობებს როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. გოგონები მიიჩნევენ, რომ ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს მსგავს საკითხებზე საუბარი და შემდეგ უკვე არ იქნება რთული დასამკვიდრებელი გენდერული თანასწორობა.

- ეთიკა და ესთეტიკა, ეს უკვე სენაკში გამართული შეხვედრის თემაა. ინტერესი ძალიან მაღალი იყო. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია რას ნიშნავს ეთიკა, ესთეტიკა. რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანისათვის, განსაკუთრებით ქალისათვის. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მოიყვანეს არა ერთი მაგალითი თემასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მეორე ნაწილში მუშაობა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

მონაწილე გოგონებმა მოისმინეს ინფორმაციები, კონფლიქტის თეორიაზე, კონფლიქტის ანალიზზე, მოგვარების გზებზე.

გენდერული თანასწორობის თემა ინტერესით მოისმინეს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრაზე. შეხვედრას ახალი მონაწილეებიც დაემატნენ. გოგონების აზრით, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება საქართველოში არ იქნება მარტივი, რადგან საკმაოდ ძლიერია ტრადიციები და სტერეოტიპები.

საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისათვის ინფორმაცია კონფლიქტის თეორიაზე. მართალია დააწყისში უფრო მეტი თავშეკავება შეიმჩნეოდა, მაგრამ მალევე მოიხსათ კომპლექსები და აქტიურად ჩერთნენ დისკუსიაში. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1212 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2012



. ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომის ხეობაშიჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების რესურს ცენტრების და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის რეფერალური მექანიზმები, გენდერული ძალადობა,  ოჯახური ძალადობის დეფინიცია და ფორმები, მიზეზები და რისკ ფაქტორების განსაზღვრა, ინსტიტუციური თანამშრომლობის მოდელი. 

მონაწილეები აქტიური და პროდუქტიული მუშაობის შედეგად შემუშავდა ორიგინალური კონცეფციების მოდელები თითოეული ქალაქისათვის, რაც საფუძვლად დაედება ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის  სამომავლო სტრატეგიებ.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 899 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0