სამშაბათი, 07.05.2024, 22:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11

„ 16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მთავარი სლოგანია: „სახლში მშვიდობიდან მსოფლიოში მშვიდობამდე: დავგმოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას! "

ფონდი „სოხუმი" 16-დღიან კამპანიაში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>>

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1012 | დაამატა: admin | თარიღი: 11.11.2011


ფონდი „სოხუმის" ოფისში შეიკრიბნენ ამომრჩეველ ქალთა ლიგის რვა კლუბის ლიდერები და განიხილეს მომავალი ერთწლიანი მუშაობის სტრატეგია ახალი  პროექტის ფარგლებში (მხარდაჭერა - დემოკრატიის ეროვნული ფონდი - NED).

საინტერესო წინადადებები დაფიქსირდა მონაწილეების მხრიდან - კლუბებში შეიქმნას საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მომუშავე ჯგუფები,  თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან და მასმედიასთან, მუდმივი ინფორმაციის გაცვლა კლუბებს შორის, ლიგის მუშაობის შესახებ ბროშურის გამოცემა, სხვადასხვა ღონისძიებებში ლიგის წევრების  მონაწილეობის ხელშეწყობა და სხვა.  

ლიგის მუშაობის უმთავრესი მიზანია ამომრჩეველ ქალთა გავლენის გაზრდა და დიალოგის გაფართოება ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.

კლუბების  წარმატება იძლევა საფუძველს, რომ მიმდინარე პროექტის განხორციელებაც ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის ამაღლებაზე, რაც მიგვიყვანს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებამდე.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 770 | დაამატა: moderatori | თარიღი: 11.11.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0