კვირა, 05.05.2024, 20:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 07

 

კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართა.

 მაყურებელი გაინსაკუთრებით დაინტერსდა სცენით, სადაც და-ძმას შორის კონფლიქტური სიტუაციაა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ სცენარში და გამოსავლის პოვნასაც შეეცადნენ. ალტერნატიულ ვარიანტებში გამოჩნდა მოლაპარაკება, დათმობა დის მხრიდან, მშობლის ჩარევა. 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 948 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, მუსიკალურ-სკოლა ინტერნატში  მცხოვრებ დევნილებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. თვალსაჩინო ადგილას გაიკრა პოსტერები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ეს არის მსოფლიო საინფორმაციო კამპანია, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ ანკეტური გამოკითხვის ფურცლები, რომელიც ითვალისწინებს კვლევას - როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის ფაქტებისადმი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1048 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ისაუბრეს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე და მათოგვარების აუცილებლობაზე. 

მონაწილეთა აზრით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფონდი „სოხუმის" იურისტები აქტიურად ჩაერთვნენ ლიგის მუშაობაში და ამუშავებენ დეკრეტულ შვებულებისა და უფასო მშობიარობის საკითხებს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით. 

გარდა ზემოთხსენებული ორი პრობლემისა, წყალტუბოში, ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი მთელი  რიგი პრობლემები დასახელდა. მათ შორისაა უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, მუნიციპალური ბაღებისა და საავადმყოფოების აღდგენა. 

კლუბის წევრებმა გამოხატეს ინიციატივა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მოამზადონ წერილი და წარუდგინონ ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.  

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 925 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

ფონდი „სოხუმის" ინიციატივით მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან და ლექტორ -მასწავლებლებთან  თემაზე - ოჯახური ძალადობა.

 მონაწილეებმა მიღეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო კამპანიაზე. დარიგდა ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია აღნიშნული თემის ირგვლივ.   

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 923 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

ფონდისოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში  მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ჩასახლებულ დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე. ისაუბრეს ძალადობის სახეებზე. მონაწილეთა აზრით, ბოლო წლებში ქალები უკეთ ერკვევიან საკუთარ უფლებებში, საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა, რაც იმის დასტურია, რომ ძალადობის საკითხებზე სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის საუბარი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 997 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0