ორშაბათი, 20.05.2024, 07:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბი საბავშვო ბაღზე ზრუნავს
20:03
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბი საბავშვო ბაღზე ზრუნავს

მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრეს - უკვე მიღწეულზეც და სამომავლო გეგმებზეც.

კლუბის მოდერატორის ინგა არჩაიას თქმით, ჯგუფმა ამჯერად პატარების მხარდაჭერა გადაწყვიტა, შეისწავლა სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაგა-ბაღის პრობლემა - ბაგა-ბაღი  რემონტს საჭიროებს.

ადვოკატირების ჯგუფმა ხელშეწყობისთვის მიმართა ზუგდიდის საკრებულოს მუნიციპალიტეტს. ადვოკატირების პირველი ეტაპი დასრულებულია - გაკეთდა რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა (1741 ლარი).

კლუბზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, რომელმაც აღნიშნა: „მე ვიცნობ და მივესალმები კლუბის საქმიანობას. ჩვენც აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან, რომ ერთად შევძლოთ აქტუალური პრობლემების მოგვარება."

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ რემონტი მალე დაიწყება, მაგრამ პროცესის დასაჩქარებლად ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის

ნაციონალური ფონდის (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 879 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0