მთავარი »
2014 »
ივნისი »
24 » ვორკშოპი სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში პროექტის „ქალები და გოგონები - მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში
18:08 ვორკშოპი სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში პროექტის „ქალები და გოგონები - მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში |
|
„ვისაც ომის სისასტიკე არ უნახავს, გაუჭირდება მშვიდობის ფასის გაგება“. „ძალიან ემოციური, ინფორმაციული და სამაგალითო ისტორიები“, - ასე შეაფასეს ფონდი „სოხუმის“ კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ ვორკშოპის მონაწილეებმა, ადგილობრივმა და დევნილმა ქალებმა და გოგონებმა. შემდგომმა ჯგუფურმა სამუშაოებმა მონაწილეთა შეხედულებები წარმოაჩინა საკითხზე, როგორ ხედავენ ისინი ქალთა სამშვიდობო რესურსს და ვის მიერ და როგორ უნდა მოხდეს ამ რესურსის წახალისება.
ვორკშოპის მეორე ნაწილში გამოიკვეთა მონაწილეთა წარმოდგენები ქალთა ადამიანური უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე: ოჯახში ძალადობის ჯერ კიდევ ტაბუდადებული პრობლემა; შრომის უფლების დაცვა; ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უსაფრთხოება - ქალებმა საინტერესო დისკუსიებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინეს და, როგორც ვორკშოპის შეფასებისას განაცხადეს, ბევრი საკითხი, რომელიც აქამდე სხვა რაკურსით ჰქონდათ დანახული, სწორედ გენდერული უსაფრთხოების ჭრილში დაინახეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: ვორკშოპები |
ნანახია: 693 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |