6-8 ოქტომბერს ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქის და რაიონის (ქუთაისი, ფოთი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი, ხონი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“.
ტრენინგზე ბევრი საკითხი განიხილეს: გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობის სახელმწიფო კანონი, ეროვნული სამოქმედო გეგმა, სტამბოლის კონვენცია და ა.შ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქებისა და რაიონების მიხედვით შეიმუშავეს სტრატეგიული სამოქმედო გეგმები ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით.
მონაწილეთა შეფასებები:
„ტრენინგზე კიდევ უფრო უკეთ გავიაზრეთ ჩვენი როლი და შესაძლებლობები და კონკრეტულ შემთხვევებში უფრო შედეგიანად ვიმოქმედებთ“.
„თუკი თემაზე ვსაუბრობთ, ესე იგი პრობლემა არსებობს. თუკი პრობლემა არსებობს, ესე იგი უნდა მოვაგვაროთ. ინფორმაციული თვალსაზრისით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ძალიან დაგვეხმარება“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|