ორშაბათი, 06.05.2024, 15:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 28 » შეხვედრები გოგონებთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
11:08
შეხვედრები გოგონებთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გოგონებთან  ჩატარებულ 5 შეხვედრას 17-დან 20-წლამდე ასაკის გოგონები ესწრებოდნენ. თემა -  კომუნიკაცია და მისი მექანიზმები -   ძალიან საინტერესო აღმოჩნდა;  გოგონები შეხვედრებზე მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ  ბევრი დაქორწინებულია,  ცდილობენ,  დრო გამონახონ, ვინაიდან მსგავსი ხასიათის შეხვედრები  საშუალებას აძლევთ ჩაუღრმავდნენ პრობლემებს, ისწავლონ თავიანთი უფლებების დაცვა, აიმაღლონ მეტყველების კულტურა.

გოგონები ძირითადი თემის გარშემო საინტერესო დისკუსიებს მართავენ, მოჰყავთ  ცოცხალი  მაგალითები.

ინტერაქტივმა აჩვენა, რომ  შეხვედრებს  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი - შემეცნებითი დატვირთვა აქვთ.

ნინო ტყაბლაძე (ხონი): „დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკაციის უნარი ადამიანისთვის საჭირო თვისებაა. ჩემი მოწოდებაა ვიყო საზოგადოებაში აქტიური, ვაკეთო საყვარელი საქმე, ვიყო ლიდერი და, რაც მთავარია,  შევძლო  ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა".

ნინო გაბლაია ( ფოთი ): „ ადრე გავთხოვდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შვილებთან და ოჯახთან ერთად, აუცილებელია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა".

პროექტს ყოველ შეხვედრაზე  გოგონების ახალი სახეები  ემატება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0