შაბათი, 04.05.2024, 20:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 15 » სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
22:54
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

პირველი საკითხი, რომელიც სხდომის დღის წესრიგში იდგა, ეხებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივებს. მომზადდა წერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჩართულ იქნას საჯარო მოხელეთა შერჩევის საკონკურსო-საატესტაციო მუშაობაში.

საბჭოს წევრებმა გააგრძელეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განმსაზღვრელი  დოკუმენტის შემუშავება. ეს საქმიანობა ურეკში ჩატარებულ ტრენინგზე დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის ადგილობრივ სამოქმედო გეგმას.

გაიმართა მსჯელობა გენდერული ასპექტების კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის თაობაზე, რაც ოქტომბერში განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ. მონიტორინგის შემდეგ ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნას გენდერული ასპექტები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 690 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0