- ეს შეხვედრები გვეხმარება გავიგოთ და შევისწავლოთ საკუთარი უფლებები. რადგან როგორც ქალს, ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ქალის უფლებები ირღვევა მაშინაც, როცა მას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, - ასეთი იყო იმ გოგონების საერთო განწყობა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ. მთელი თვის განმავლობაში მსგავსი შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის მე-5 სკოლაში, წყალტუბოში, სენაკში, ხონში.
ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. რეზოლუცია 1325, პეკინის პლატფორმა და სხვა.