ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთიაჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციისექვსწლიან ტრადიციას.
ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონპრობლემების მოგვარების პროცესში სასიკეთო ცვლილებებისათვის.
უფრო კონკრეტულად -მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.
მეექვსე ნომრის გამოშვებით დამთავრდა 2011 წელს ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო მუშაობა ძალადობის პრევენციის საკითხებზე.
ჟურნალის ბოლო ნომერმა შეაჯამა წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა. მკითხველს დაანახა ფონდის აქტიური ძალისხმევისშედეგები და, რაც მთავარია - მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.
წელს გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" (რუბრიკით „ქალი და მშვიდობა") ორი ნომერი.მათში, ფორმატის სიმცირის მიუხედავად, აისახა ფონდის სამშვიდობო საქმიანობა.
მეორე ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ინფორმაციას ლიდერთა სკოლის მეორე კურსელების შესახებ.
ახალგაზრდა ლიდერთა პორტრეტებში ნათლად გამოჩნდა ფონდის საქმიანობის შედეგები, ის ცვლილებები, რაც გოგონათა ცხოვრებაში მოხდა. ეს სტატიები ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს აქტიურობისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის.
ჟურნალის პირველი პუბლიკაცია ეძღვნება ორ ტრენინგს, რომლებიც ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ჩატარდა ბორჯომსა და ქუთაისში.
ჟურნალში მოთხრობილია მობილიზატორთა მუშაობაზე დასავლეთ საქართველოს ექვს მხარდაჭერის ცენტრში, არის სტატიები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ აქტივობებზე.
ჟურნალისტები მკითხველს სხვებისაგან გამორჩეულ ქალთა პორტრეტებსაც სთავაზობენ. ასე, რომ ჟურნალის მეხუთე ნომერში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ფონდი „სოხუმის"საქმიანობას ადევნებს თვალყურს.
ჟურნალმა „ქალთა ხმა პოლიტიკაში" გამოცემის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა.საპროექტო წელიწადის დამთავრებასთან ერთადჟურნალის ბოლო, მეოთხე ნომერიც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჟურნალის რედკოლეგია ცდილობს, შეაჯამოს განვლილი მუშაობა, დაანახოს მკითხველს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობის თავისებურებები, შედეგები და ცვლილებები, რომლებიც ერთწლიანმა საქმიანობამ მოუტანადასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრებ ქალებს.
ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ქალთა ჩანაწერებში კარგად ჩანს ჟურნალის მისიაც და ფონდის საქმიანობის შედეგიანობაც:
მარინე ჩოხელი: კლუბთან თანამშრომლობა იმედით გვავსებს, საქმის კეთების სტიმულს გვაძლევს. მე ხელს შევუწყობ იმას, რომზუგდიდის რაიონის მრავალშვილიანმა ოჯახებმა სტაბილურად მიიღონ ფინანსური დახმარება.
ნატო ლომაია: ძალიან მომწონს ჟურნალი „ქალთა ხმა პოლიტიკაში", რომელიც ჩვენთან, ხობის კლუბში მოაქვთ. ჩანს, რომ ითვალისწინებენ ჩვენს წინადადებებსა და შენიშვნებს.
ქეთევან ქადიეშვილი: ჩვენთან, ოზურგეთშიც, ძალიან მტკივნეულია ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი. სტუდენტებისათვის ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თაობაზე პასუხს სექტემბრიდან ველოდებით. ეს ჩვენი ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის შედეგია.
ტრადიციისამებრ, თვის ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალი „ქალთა ხმა", რიგით მეოთხე ნომერი.
ჟურნალში ასახულია ფონდი „სოხუმის" საქმიანობა და ამ საქმიანობის გავლენა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ღონისძიებებში.
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფსიქოლოგის მუშაობას, რადგან ეს ფონდის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ბლოკია და, როგორც სტატიებიდანაც ჩანს, იზრდება ნდობა ფსიქოლოგის მიმართ. აქვე დაბეჭდილია ფსიქოლოგის რჩევა „როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან", რამაც დაბეჭდვის პროცესშივე მიიპყრო მკითხველთაყურადღება.
მთლიანობაში ჟურნალი აღწევს მიზანს - აჩვენოს მკითხველს ის ცვლილებები, რაც უკვე ხდება ქალთა ცხოვრებაში და გაზარდოს მოტივაცია ახალი აქტიურობისა და ცვლილებებისათვის.
„თქვენიმუშაობამეტადშთამბეჭდავია.თქვენსაკმაოდგაძლიერდით,თანამშრომლობთადგილობრივმთავრობასათანდაპოლიტიკურპარტიებთან.დარწმუნებულივარ,ესთანამშრომლობაბევრადგააუმჯობესებსიმადამიანებისცხოვრებას,ვისთვისაცთქვენმუშაობთ." -მარტაბერტის (დემოკრატიისეროვნულიფონდის(NED)კოორდინატორისამხრეთკავკასიაში) ამ შეფასებით იწყება ჟურნალის ახალი ნომერი.
ცალკეული მასალა კონკრეტულ საქმეებზე უამბობს მკითხველს: რვა ქალაქში არსებული ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურობაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების ადვოკატირებაზე, ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივაზე. წარმოაჩენს იმ ქალთა პორტრეტებს, რომელთა ცხოვრებაშიც ფონდი „სოხუმის" დახმარებით სასიკეთო ცვლილებები მოხდა ბოლო წლების მანძილზე.
ჟურნალი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვადაა ილუსტრირებული - ფოტორკორესპონდენტ მანანა ლეშკაშელის ფოტოები კიდეც უფრო აძლიერებს ჟურნალის სათქმელს...