მთავარი »
2014 »
ივლისი »
24 » რადიოსიუჟეტი „ძველ ქალაქში“
13:39 რადიოსიუჟეტი „ძველ ქალაქში“ |
|
რადიო „ძველ ქალაქში“ გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ყველაზე საინტერესო მომენტებს ასახავს.
საბჭოს წევრები ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე და მის შედეგებზე საუბრობენ. მათი აღნიშვნით - კვლევამ ძალიან ბევრი ისეთი საჭიროება გამოავლინა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანდა და უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებდა. მაგალითად - ახალგაზრდების მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამების, ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობის აუცლებლობა; ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გარემოებების გამო მასობრივად შინამეურნეობაზე გადასული მოსახლეობის პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა მცირე საწარმოების შესაქმნელად; ქალთა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და ა.შ.
კვლევაზე დაყრდნობით საბჭოს უკვე მზადა აქვს წინადადებები და რეკომენდაციები ახალი საკრებულოსთვის წარსადგენად.
გადაცემა არჩევნების შემდეგ სენაკის საკრებულოში შექმნილ გენდერულ სურათსაც შეეხო: როგორც სიუჟეტში გამოჩნდა, ქალებს საკმაოდ კარგი პოზიციები აქვთ საკრებულოში. არჩეული 6 ქალბატონიდან ერთი სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ორი - სხვადასხვა ფრაქციას ხელმძღვანელობს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: რადიოგადაცემები |
ნანახია: 750 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |