ხუთშაბათი, 09.05.2024, 00:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » რადიო „თავისუფლების“ ეთერში - ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები
21:01
რადიო „თავისუფლების“ ეთერში - ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები

რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობა და იმ საჭიროებების გამოკვეთა, რომლებიც მოქალაქეთა ყველა ფენაზე იქნება მორგებული და ამასთან,  დაცული იქნება გენდერული თანაფარდობა - რადიოსიუჟეტი ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს ეხება და კვლევის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა - გენდერული ბიუჯეტის პოპულარიზაცია, თვითმმართველობის წარმომადგენელთა გენდერული განათლების ხელშეწყობა, ყველა ახალი პროგრამის გენდერული მონიტორინგის, გენდერულად სეგრეგირებული ადგილობრივი სტატისტიკის აუცილებლობა და ადგილობრივი რესურსების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა.

გადაცემაში ხაზგასმულია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პოზიცია, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის სრულფასოვან  კომუნიკაციას ყველა ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფთან, მათ შორის დევნილებთან. 

ინტერვიუებში ითქვა,  რომ  ზოგიერთი საკითხი, რომელთა ირგვლივ დისკუსიები სხვადასხვა დონეზე  იყო გამართული, ასახულია ადგილობრივი საბიუჯეტო პროგრამების პროექტებში, რაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მიუთითებს.    

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 765 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0