შაბათი, 04.05.2024, 10:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

ანონიმური რადიომონოლოგების ციკლი რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი მძიმე ისტორიებით გაგრძელდა.

I მონოლოგი დილემის წინაშე აღმოჩენილი  ქალის ამბავს გვიყვება:

...მისი გადაწყვეტილება, გაეჩინა შვილი, მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა. შვიდი წელი მის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ქმარი გამოჩნდა და შერიგება სთხოვა. მარტოობით დაღლილი  ქალი უარზე არ არის, მაგრამ ბავშვს გაგონებაც კი არ უნდა მამის სახელისა...

 I I  მონოლოგი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ  ოჯახში, რომელიც ქალის სურვილის გარეშე იქმნება, ჰარმონია არასოდეს დაისადგურებს.

...მთელი ცხოვრება გაყვა ის ტრავმა.  უსასოობის, დამცირების, შეურაცხყოფის შეგრძნება. მის ფსიქიკას საშინელი დაღი დაასვა ეგრეთ წოდებული"მეუღლის” გაუგონარმა თავხედობამაც, მშობლების უსულგულობამაც, რომელთაც გული ვერ გაულღო მისმა ცრემლებმა და მუდარამ - ‘’აქ ნუ დამტოვებთ!” სული გაუცივდა!

 ფონდის სოციალური კლიპები კიდევ ერთხელ ახსენებენ მაყურებელს ოჯახში ძალადობის პრობლემის სიმწვავეს...  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1233 | დაამატა: admin | თარიღი: 11.03.2010





მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან  "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” რადიო "ძველი ქალაქის” მსმენელს სპეციალისტების,  უბრალო ადამიანების,  თვითონ ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაზრებას სთავაზობს  ოჯახში ძალადობის საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.


...ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგი ფსიქო-რეაბილიტაცის პროგრამაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში არაერთი ქალის პრობლემა ხდება საცნაური. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგის ინსტიტუტი თანდათან მკვიდრდება.


...იურიდიული კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელთა  მეტი წილი 2010 წლის აპრილიდან შედის ძალაში.


...რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა პირდაპირ უკავშირდება ქალის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საკითხს, - ასე თვლიან  სპეციალისტები, რომლებიც ფონდის თაოსნობით არიან ჩართული   პროგრამაში.


...ფორუმ თეატრი საუკეთესოდ ასრულებს თავის მისიას: წარმოდგენის შემდეგაც არ წყდება დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ პროცესში კი ერთნაირად აქტიურად ერთვება ახალგაზრდობა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები. მთავარი აქცენტი, ინტერვიუერთა მოსაზრებით,  ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, გვერდით მდგომის თანაგრძნობასა და მისი მისწრაფებების  პატივისცემაზე უნდა გაკეთდეს.  
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1283 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. მსმენელი ქალების მორიგი ცხოვრებისეული დრამის მოწმე ხდება:


... თურმე შეიძლება ტკივილი ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოგაყენოს...


ოჯახური ძალადობა სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ადამიანის ფუნდამენტალურ ღირებულებებს აუფასურებს, მოუშუშებელ ტკივილს აყენებს მას. სოციალური დეზორიენტაციის შედეგები კი უმძიმესია პიროვნებისთვის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის.


მონოლოგებისთვის ერთგვარი ფონია ფონდი "სოხუმის” აუდიორგოლები, რომლებიც პერიოდულად ჟღერენ და  მიზნად ისახავენ, მსმენელმა  ძალადობის პრობლემის მთელი საფრთხე გააცნობიეროს. 

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1558 | დაამატა: admin | თარიღი: 25.01.2010

« 1 2 ... 8 9 10
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0