ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა გამართაქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში. წარმოდგენას დაახლოებით 45 ახალგაზრდა დაესწრო. ისინი აქტიურად ჩაერთნენ თითოეული სცენარის განხილვაში. დასახელდა ძალადობისაგან თავის არიდების სხვადასხვა ვარიანტები. მათი აზრით, როცა ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა, საუკეთესო გამოსავალია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე ცხოვრობდეს, რადგან რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციებისა და ძალადობის წარმოქმნას.
31 იანვარს ფორუმ-თეატრი მე-15 საჯარო სკოლას სტუმრობდა. აშკარა გახდა, რომ მსგავსი წარმოდგენა მათთვის ახალი იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია აქტიურობისათვის. სულ მალე მაყურებელმა მსახიობები შეცვალეს და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზეს.