შაბათი, 27.04.2024, 13:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

ფონდი „სოხუმის"  ლიდერთა სკოლის გოგონების ინიციატივით ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენა მოეწყო ქუთაისის ცენტრალურ სკვერში.

წარმოდგენამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს პენსიონრებმა. არანაკლებ აქტიურობდნენ ახალგაზრდებიც. მაყურებელთა აზრით, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად უნდა იმართებოდეს, რათა საზოგადოება უფრო ფხიზლად იყოს ძალადობასთან მიმრთებაში.

წარმოდგენას ევროკავშირის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 იურგენ სპეიდელის(დამკვირვებელი) აზრით, ფორუმ-თეატრის სფეციფიკა იმდენად საინტერესოა, რომ საზოგადოებას აძლევს საშუალებას იფიქროს ძალადობისგან თავის დაღწევის მექანიზმებზე, რაც, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 997 | დაამატა: admin | თარიღი: 04.12.2010

ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი აგრძელებს მუშაობას  კამპანიის ფარგლებში. ორ დეკემბერს წარმოდგენა გამართეს ქუთაისში - ლიტერატურულ კლუბში.  შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტერატურული კლუბის წევრები, უფროსკლასელები და  ქუთაისის სკოლების თვითმმართველობის წევრები.
ნაჩვენები იქნა სამი სცენა ძალადობის თემაზე. მაყურებელი  წარმოდგენას დიდი ინტერესით და ყურადღებით ადევნებს თვალს, რასაც მოჰყვა დისკუსიები. ერთხმად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ  მსგავსი ღონისძიებები ძალადობის პრევენციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1059 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა ქუთაისის 31-ე სკოლაში ჩაატარა წარმოდგენა, რომელსაც 40-ზე მეტი მაღალკლასელი დაესწრო. ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი.

წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, რამდენიმე სცენა საკუთარი ალტერნატიული ვარიანტითაც შეცვალეს და პრობლემის მოგვარების გზები დასახეს.

მონაწილეთა აზრით, ძალადობის პრობლემის განხილვა ფორუმ-თეატრის მოდელით საკმაოდ ეფექტურია. მათი თქმით, „ყველაფერი შენს თვალწინ ხდება და შენდა უნებურად გიჩნდება სურვილი ჩაერთო და  წინ აღუდგე სხვადასხვა ფორმით გამოხატულ ძალადობას".

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1061 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2010

ფორუმ-თეატრის ჩვენება ეწყობა სხვადასხვა ქალაქსა და სკოლაში, რადგან მომავალი თაობა ის ძირითადი რესურსია რომელმაც უნდა იბრძოლოს ძალადობის პრობლემის აღსაკვეთად, ვინაიდან ეს პრობლემა საყოველთაოა და საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერით და თანადგომით უნდა მოგვარდეს. ოქტომბრის თვეში ფორუმ თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის მე-10 და 21- საჯარო სკოლაში.

წარმოდგენილი სცენები აქტუალური აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისათვის,  მოზარდები

განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების გახილვაში, შემდეგ გამოსავალსაც თვითონ პოულობდნენ. მაგალითად^

- ვაცნობოთ პედაგოგს, რათა მან მიმართოს საჭირო ზომებს; მოზარდებს შორის გაიმართოს დიალოგი.

-  მოვუწოდოთ მოძალადეს, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია;

- ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი, წარმოდგენილ სცენარში დედამთილი და მული ნეგატიურ როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.

- ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს!

მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1022 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2010

თბილი ამინდია, ბოლნისის ცენტრალურ პარკში ხალხი შეკრებილა...
 შესასვლელთან ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა, დაიწყეს სცენის მოწყობა, გამოჩნდა წარწერები, რამაც მაყურებლის ყურადღება მიიპყრო:
  - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდული ფორუმ თეატრი...  
 - სდექ, ძალადობაა ნუ იქნები გულგრილი!
 - არაძალადობრივი საზოგადოება ჩვენი არჩევანია!
- ერთად ძალადობის წინააღმდეგ!
 - გინდა სამყარო ძალადობის გარეშე? გააკეთე შენი არჩევანი
ბოლნისელი ახალგაზრდები მათთვის უჩვეულო წარმოდგენის სპეციფიკაში მალევე გაერკვნენ.
 შედარებით უფრო „თამამმა მაყურებლებმა" მსახიობის როლებიც კარგად მოირგეს და თითოეულ სცენარს პოზიტიური გამოსავალი მოუძებნეს.
 მსგავსი წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №5 სკოლაში გამართა.
 
 პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1282 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2010

2-ივლისი ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სკვერი.  ზაფხულის მწველი მზე და სიცხისაგან შეწუხებული მოქალაქეები, რომლებიც მზეს ემალებოდნენ... მათთვის მოულოდნელად სკვერის შუაგულში გამოჩნდნენ ფორუმ-თეატრის მონაწილეები და ჩვეული ორგანიზებულობით დაიწყეს თავიანთი რეკვიზიტების დალაგება, სკვერის შუაგული სცენად გადაიქცა. აქა იქ გაისმა საყვირების ხმაც, რომელიც ჩრდილში მოკალათებულ მოქალაქეებს ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენაზე დასასწრებად მოუწოდებდა.

 

პირველი სცენა და პირველი აქტიური მაყურებელიც გამოჩნდა:

(ძალადობა ოჯახში) ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები ყველაფერი ცოლ ქმარს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს.

- ცოლი და ქმარი ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს.

აქტუალური აღმოჩნდა დამსწრე ახალგაზრდებისათვის სკოლაში განხორციელებული ძალადობის სცენა.

- გოგონამ უნდა შეძლოს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა.

- პედაგოგმა და სკოლის დირექციამ ფაქტზე  უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება.

 

28-ივლისი. ფორუმ-თეატრი კიკვიძის სახელობის სკვერში გამოჩნდა. წარწერებიანი დაფები: " ძალადობა ბოროტებაა”,  "სდექ, ძალადობაა!”, "ნუ იქნები გულგრილი” და ა.შ.

მაყურებელი  წარმოდგენას დიდი ინტერესით და ყურადღრებით ადევნებს თვალს:

(ძალადობა ოჯახში და - ძმას შორის) - და აუცილებლად დათმობაზე უნდა წავიდეს და დიალოგით შეძლოს ძმის ძალადობის თავიდან აცილება.

მაყურებელმა ამ დღეს ახალი სცენაც იხილა ძალადობა ქუჩაში.

ივლისის თვე  დასრულდა ფორუმ-თეატრი მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1091 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2010

ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი აგრძელებს მუშაობას. ივნისში ორი შეხვედრა გაიმართა. ერთი ქუთაისში, კერძო სკოლაში „გომი" და მეორე წყალტუბოს ცენტრალურ პარკში.

მაყურებლებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკას  და თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.

მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ. ძალადობის პრევენციისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარებისათვის.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მაყურებელი. ფორუმ-თეატრის მიზანიც ეს არის: საზოგადოების გააქტიურება ძალადობის  პრობლემის მიმართ. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1111 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2010

« 1 2 ... 8 9 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0